მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.08.2022. 5 აგვისტოს რომის პაპის ფრანცისკეს მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდმომარე ანტონი ვატიკანს ეწვია, სადაც მოციქულთა სასახლეში გაიმართა მისი შეხვედრა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან.
საუბრის მსვლელობისას, რომელიც იტალიურ ენაზე წარიმართა, პაპმა ფრანცისკემ და მიტროპოლიტმა ანტონიმ მრავალი საკითხი განიხილეს, რომლებიც მართლმადიდებლურ-კათოლიკური ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, მათ შორის, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში.
ხანგრძლივი შეხვედრა თანამოსაუბრეთა შორის სამახსოვრო საჩუქრების ურთიერთგაცვლით დასრულდა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024