
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მისალოცი გზავნილი გაუგზავნა ანგელოზის დღესთან დაკავშირებით. ქვემოთ მოყვანილია მოლოცვის სრული ტექსტი.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პატივისცემით გთხოვთ, მიიღოთ, თქვენი ზეციური მფარველის - წინასწარმეტყველი ელიას ხსენების დღის მოლოცვა. წმინდანი, რომლის სახელიც მოგეცათ თქვენ ანგელოზებრივი ხარისხით შემოსვისას, ღვთის წინაშე მოშურნე და თავდაუზოგავი მსახურების მაგალითს წარმოადგენს. თქვენ, ელია წინასწარმეტყველის მსგავსად, უფლისადმი სიყვარულით გიზგიზებთ და ზრუნავთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოზე, სრულად ასრულებთ ქრისტე მაცხოვრის საღმრთო მოწოდებას: იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (მთ. 5:48).
თქვენი შეურყეველი სულიერი ავტორიტეტი და გულისხმიერება საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებს საკუთარი სამშობლოს დიდი წმინდანების გზაზე უძღვება და ეხმარება.
მე, როგორც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, სიამოვნებას მანიჭებს აღვნიშნო თქვენი გამორჩეული ღვაწლი მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში ჩვენს ორ ძმურ ადგილობრივ ეკლესიას შორის.
გულწრფელად გისურვებთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა თავისი ყოვლადწმიდა მშობლისა და წინასწარმეტყველ ელიას ლოცვებით განამტკიცოს თქვენი ჯანმრთელობა, მოგმადლოთ ხორციელი ძალები და გაკურთხოთ პირველმღვდელთმთავრის მსახურებაზე კიდევ მრავალი და კეთილი წელი.
მოკრძალებული სიყვარულით უფალში,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025