მოსკოვის საპატრიარქო
მუშაობა დაიწყო საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს საიტმა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.07.2022. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესის მისიის შესახებ აფრიკულ ქვეყნებში და საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობას ამიერიდან შეძლებენ ახალი ინტერნეტ-რესურსის მკითხველები.
ამჟამად ხელმისაწვდომია საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს საიტის რუსულენოვანი ვერსია, გარდა ამისა, მზადდება მისი გვერდების გაშუქება ინგლისურ, ფრანგულ, სუაჰილურ, გერმანულ, არაბულ, ბერძნულ ენებზე. საინფორმაციო ტექსტების, ინტერვიუებისა და დოკუმენტების გარდა, საიტზე ქვეყნდება უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალები.
საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო შეიქმნა ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ეპარქიების შემადგენლობაში წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით. მისი მეთაური გახდა კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე.
საიტის ამუშავებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ლეონიდემ აღნიშნა: „მისი გახსნა საშუალებას მოგვცემს ეფექტურად ვიარსებოთ ინფორმაციულ მინდორზე, დროულად გავაშუქოთ საეგზარქოსოს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები, პირველწყაროდან გავაცნოთ მთელს მსოფლიოში ჩვენს მკითხველებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის შესახებ აფრიკაში. დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციული რესურსის მნახველები მიიღებენ ოპერატიულ და სრულ ცნობებს მოსკოვის საპატრიარქოს ყველაზე ახალგაზრდა საეგზარქოსოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ“
იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ ქრისტიანულ ეკლესიას დაარსებიდანვე ახასიათებდა კულტურული მრავალფეროვნება და მდიდარი ეთნიკური შემადგენლობა, და ბრძანა: „ჩვენი ინტერნეტ-რესურსის საქმიანობაში ასევე შედის, მოემსახუროს ეკლესიური ცნობიერების გამყარებას აფრიკის მრავალნაციონალურ კონტიგენტზე და მის ფარგლებს გარეთ“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024