მოსკოვის საპატრიარქო
აფრიკაში რეგისტრაციის თაობაზე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველი სახელმწიფო მოწმობა მიიღო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.07.2022. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეგზარქოსმა აფრიკაში პირველი მოწმობა მიიღო აფრიკის კონტინენტზე რეგისტრაციის თაობაზე. ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე იტყობინება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეგზარქოსი აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე, რომელმაც ამ ფაქტს ისტორიული მომენტი უწოდა.
რეგისტრაციის გაფორმებაში დახმარებისთვის მიტროპოლიტმა ლეონიდემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მინისტრს ტერიტორიების მოწყობის საკითხში ბრუნო იაპანდეს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მრავალრიცხოვანი აფრიკელი მღდელმსახურის თხოვნით, რომლებიც არ ეთანხმებიან კონტინენტზე მოქმედი ალექსანდრიის საპატრიარქოს მეთაურის გადაწყვეტილებას უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 29 დეკემბერს აფრიკაში დააარსა მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსო. დაარსებისას მასში აფრიკის რვა სახელმწიფოს 102 მღვდელმსახური გაერთიანდა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024