მოსკოვის საპატრიარქო
გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.07.2022. 2022 წლის 6 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით დანილოვის სტავროპიგიალური მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაღვრასთან დაკავშირებით კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2022 წლის 27 მაისის დადგენილებით (ჟურნალი № 36) შექმნილი კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: მოსკოვის საპატრიარქოს ახლოსაზღვარგარეთის ეპარქიების საქმეთა სამმართველოს უფროსმა კრუტიცკისა და კოლომენის მიტროპოლიტმა პავლემ; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა ვოსკრესენის მიტროპოლიტმა დიონისემ; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა; მოსკოვისა სასულიერო აკადემიის პროფესორმა დეკანოზმა ვლადისლავ ციპინმა.
კომისია შეუდგა ვილენის ეპარქიის თანამედროვე ვითარებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების შესწავლას და განსაზღვრა მუშაობის შემდგომი მიმართულებები, მათ შორის, აუცილებელი დამატებითი ცნობების მოკვლევა. გამოითქვა იმედი, რომ ლიტვაში მართლმადიდებელ მორწმუნეთა უფლებები მკაცრად იქნება დაცული შესაბამისად ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციისა.
კომისია გააგრძელებს თავის მუშაობას, მისი შედეგები კი განსახილველად წმინდა სინოდს გადაეცემა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024