მთავარი გვერდი ახალი ამბები
ეგვიპტეში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკ…

ეგვიპტეში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარების შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა


2021 წლის 11-17 ოქტომბერს ეგვიპტეში მოსკოვის საპატრიარქოსა და კოპტურ ეკლესიას შორის აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ, ორმხრივი დიალოგის კომისიის საქმიანობის ჩარჩოში, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი, პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდიდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის მდივანი, მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); მოსკოვის სასულიერო აკადემიის სასწავლო საქმეების პრორექტორი, მღვდელი პავლე ლიზგუნოვი; პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სასწავლო საქმეების პრორექტორი, დეკანოზი ვლადიმერ ხულაპი; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ბიბლიის შემსწავლელი განყოფილების გამგე დეკანოზი დიმიტრი იურევიჩი; პეტერბურგის სასულიერო აკადემიის უძველესი ენების კათედრის გამგე მღვდელმონაზონი ბართლომე (მაგნიტსკი); მოსკოვის სასულიერო აკადემიის ორიენტალიზმის კაბინეტის ხელმძღვანელი დიაკონი სერგი პანტელეევი; სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს პროტოკოლის განყოფილების თავმჯდომარე, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ი. ნ. სუდოსი; სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ასპირანტი ი.ა. ჩერნიხი.

დელეგაციამ კოპტური ეკლესიის წამყვანი სასულიერო სკოლები მოინახულა, შეხვდა მათ ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს. კერძოდ, ქაიროში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებმა წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახელობის კოპტური სასულიერო სემინარია მოინახულეს, სადაც მათ რექტორი, ეპისკოპოსი მიქაელი, ქაიროში საპატრიარქოს პირველი ვიკარიუსი მიესალმა. სტუმრებმა სემინარიის აუდიტორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს და მის სასწავლო პროცესს გაეცნენ. სემინარიის ახალ სააქტო დარბაზში 2019 წლის ნომებერში რუსეთში გამართული მოლაპარაკებებისწინა რაუნდის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პროცესი და ორ ეკლესიას შორის აკადემიური თანამშრომლობის სფეროში შემდგომი გეგმები განიხილეს.

მომდევნო დღეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის წევრები კოპტურ კვლევების ინსტიტუტს ეწვივნენ, სადაც მის დირექტორთან დოქტორ ისხაკ იბრაჰიმ აგბანთან და პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობასთან მოლაპარაკებები გამართეს. ინსტიტუტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კოპტურ ეკლესიაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების სფეროს და, ასევე, საეკლესიო ხელოვნების განვითარებას გაეცნენ.

მოლაპარაკების მესამე პუნქტი კოპტური ეკლესიის სასულიერო აკადემია გახდა, სადაც წამოჭრილ იქნა ორი ეკლესიის უმაღლესი საფეხურის სასულიერო განათლების შორის თანამშრომლობის თემატიკა.

შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლებლების დელეგაციამ ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი სემინარია მოინახულა, რომელიც ასიუტის პროვინციის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ელ-მუჰარაკის მონასტერში მდებარეობს. სტუმრებს მისი რექტორი, ეპისკოპოსი ვუკოლი მიესალმა, რომელმაც 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში კოპტური ეკლესიის მონასტრების დელეგაციის მეთაურის რანგში რუსეთში თავისი ბოლო ვიზიტი გაიხსენა. შეხვედრა შედგა მონასტერში განთავსებული სემინარიის ხელმძღვანელობასთან, სტუდენტებთან და მონასტრის ძმებთან. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს რუსული და კოპტური ეკლესიების საგანმანათლებლო სისტემის სიახლოვეზე, სამონასტრო მემკვიდრეობის საერთოობაზე, რომელიც წმინდა ანტონი დიდის ტრადიციებზეა დაფუძნებული.

რუსული დელეგაციის წევრები ელ-მუჰარაკის მონასტრის მთავარ ტაძარს ეწვივნენ, რომელიც დაარსებულია იმ ადგილას, სადაც კოპტური ეკლესიის გადმოცემის თანახმად, წმინდა ოჯახი ეგვიპტეში გაქცევის დროს ექვს თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ეგვიპტეში გავრცელებული ვერსიით, სწორედ ამ ადგილის შესახებ იუწყებოდა წინასწარმეტყველი ესაია, როდესაც ამბობდა, რომ „იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა“ (ეს. 19.19).

ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ეკლესიის დელეგაციამ ასევე ქაიროს სიწმინდეები მოილოცა: მოწამეთა სერგისა და ბაქოსის ტაძარი, გამოქვაბულის ის ტაძარი, სადაც წმინდა ოჯახი გაჩერდა, დიდმოწამე ბარბარეს ტაძარი, მუალიაკას ეკლესია („დაკიდებული“) და წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის დედათა მონასტერი. დელეგაცია თბილად მიიღეს წმინდა ანტონი დიდის მონასტერში და წმინდა პავლე თებაიდელის მონასტერში, სადაც სტუმრებს საზეიმოდ მიესალმა მონასტრის წინამძღვარი, მონასტრებისა და მონაზვნების საკითხთა საქმეებში კოპტების პატრიარქის თანაშემწე, ეპისკოპოსი დანიელი.

მოგზაურობის ფარგლებში დელეგაციას თან ახლდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ ეკლესიას შორის დიალოგის სამუშაო ჯგუფის წევრები – ლოს-ანჯელესის ეპარქიის ვიკარიუსი ეპისკოპოსი კირილე და ელ-მუჰარაკის მონასტრის მკვიდრი, ქაიროს კოპტური სასულიერო სემინარიის აღმზრედლობითი საქმეების პრორექტორი მღვდელმონაზონი ბენიამინი.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب