
მოსკოვის საპატრიარქო
ნიუ-იორკში წმ. ნიკოლოზის სახ. საპატრიარქო ტაძრის მშენებლობის დაწყებიდან 120 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
2021 წლის 4 ოქტომბერს გაეროსთან რუსეთის სახალხო კრების მსოფლიო წარმომადგენლობამ (ВРНС) და რუსულ-ამერიკულმა ცენტრმა, „მემკვიდრეობა“ („Наследие“ – РАКСИ), აშშ-სა და კანადის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველის, სუროჟის ეპისკოპოს მათეს ლოცვა-კურთხევით, ტრადიციული ყოველწლიური მიღება გამართეს, რომელიც სრულიად რუსეთის პატრიარქ ტიხონის წმინდანად შერაცხვას (1989 წლის 9 ოქტომბერი) უკავშირდება. ამჟამინდელი ღონისძიება მიეძღვნა წმინდა მღვდელთმთავარ ტიხონისა და წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ხოტოვიცკის მიერ ნიუ-იორკში წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის საძირკვლის კურთხევის 120 წლისთავს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების საკათედრო ტაძარს და რომლის წიაღშიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს გაეროსთან არსებული რუსეთის მსოფლიო სახალხო კრების წარმომადგენლობა.
სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი გაეროში ვ. ა. ნებენზია; სხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები; ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ РАКСИ-ის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქუჩის იმ ნაწილისთვის სახელის გადარქმევას, რომელზეც მდებარეობს წმინდა ტიხონის სახელობის ტაძარი; საზოგადოების, კულტურის ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
ღონისძიების დაწყების წინ ტაძრის სანახებში ექსკურსია მოეწყო, დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს მისი ისტორიის შესახებ.
შემდეგ, სამრევლო დარბაზში ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მღვდელი მარკოზ რაშკოვი და РАКСИ-ის პრეზიდენტი ოლგა ზაცეპინა. მათ ილაპარაკეს ტაძრის თანამედროვე ცხოვრება-საქმიანობაზე, მის სოციალურ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამებზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება გაეროსთან არსებული ВРНС-ს წარმომადგენლობისა და РАКСИ-ის მიერ
.
***
ნიუ-იორკში პირველი მართლამდიდებლური ღვთისმსახურება 1865 წელს შედგა. პირველი მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა 1870 წელს, მეორე ავენიუზე მდებარე კერძო სახლში. დროთა განმავლობაში ეკლესიამ მრევლი ვეღარ დაიტია და 1900 წელს დაიწყო სახსრების შეგროვება ტაძრის ასაშენებლად. პირველ შემომწირველებს შორის იყო იმპერატორი ნიკოლოზ II. ტაძრის საძირკვლის საზეიმო ჩასხმა მოხდა 1901 წლის მაისში, ხოლო კურთხევა - 1902 წლის ნოემბერში. 1898-დან 1907 წლამდე ჩრდილო-ამერიკის, ალიასკისა და ალეუტის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო პატრიარქი ტიხონი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ნიუ-იორკში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში. 1905 წელს წმინდა ტიხონმა ეპარქიალური ცენტრი სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში გადაიტანა და წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი საკათედრო ტაძარი გახდა, – აიღო რა თავის თავზე ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული მართლმადიდებლობის სასულიერო ცენტრის მისია.
ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ РАКСИ და გაეროსთან ВРНС-ის წარმომადგენლობა აუცილებელი დოკუმენტებისა და მხარდამჭერი წერილების შეგროვებაზე, რათა 97-ე ქუჩისთვის, სადაც ტაძარი მდებარეობს, პატრიარქ ტიხონის სახელი დაემატებინათ. РАКСИ-იმ Pomeroy-ის ფონდთან ერთად (William C. Pomeroy Foundation) ორწლიანი სამუშაო დაასრულა, რომლის შედეგადაც მომზადდა ტაძრის კედელზე მისამაგრებელი ფირფიტა პატრიარქ ტიხონის საპატივცემულოდ.
2021 წლის 5 ოქტომბერს შედგა საორგანიზაციო კომიტეტის პრეზენტაცია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ სამრევლოს წარმომადგენლები, РАКСИ და მრევლი, და რომელზეც С-11 რაიონის სამმართველოს კომიტეტის წინაშე, სადაც ტაძარია განთავსებული, მოთხრობილ იქნა წმ. ნიკოლოზის ტაძრის ისტორია, ასევე პატრიარქ ტიხონისა და ამერიკაში მართლმადიდებლობის შესახებ. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ტიხონის (ბელავინი) სახელი გახდება პირველი რუსი ადამიანის სახელი, რომელიც გამოჩნდება მანჰეტენის ქუჩაზე, რაც ასე მნიშვნელოვანია ნიუ-იორკისა და აშშ-ს რუსული სამრევლოების აღიარებისა და პატივისცემისათვის.
აშშ-ში საპატრიარქოს სამრევლოების საიტი /
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025