მთავარი გვერდი ახალი ამბები
ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამუ…

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში


   მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის სიტყვა საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი თანამემამულეებისადმი VII მსოფლიო კონგრესის გახსნაზე ,,რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში“ (2021 წლის 15 ოქტომბერი, ქ. მოსკოვი)

 

პატივცემულო სერგი ვიქტორის ძევ, ძვირფასო თანამემამულენო, ძმანო და დანო!

გულითადად მივესალმები რუსი თანამემამულეების VII მსოფლიო კონგრესის ყველა მონაწილესა და სტუმარს, რომლებიც სხედან ამ დარბაზში და საკუთარ ეკრანებთან მთელს მსოფლიოში. მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება მივმართო მათ, ვინც თავის თავს დიდი რუსული ცივილიზაციის თანაზიარად თვლის.

წელს ჩვენ ავღნიშნავთ რუსეთის წმინდა მიწის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და წმინდანის კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავს. როგორც ბევრს უთუოდ მოეხსენება, ცამეტი წლის წინ მისი სახელი საჯაროდ იქნა მიღებული როგორც ,,რუსეთის სახელი“. როგორც მახლობელი, ისე შორეული საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში, მართლმადიდებლური ტაძრები აგებული და ნაკურთხია მის სახელზე.

კეთილმსახური მთავრის ცხოვრებისა და მსახურების გასაოცარი მაგალითი აღგვაფრთოვანებს ჩვენ, მის თანამემამულეებს. ჭეშმარიტად, ეს არის რუსი ადამიანის, პატრიოტის, თავის ერსა და მამულზე თავგანწირულად შეყვარებულის სახე, რომელსაც შეეძლო დაეცვა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადი გზა, და რომელმაც საბოლოოდ საკუთარი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა. უფლის წყალობით, რვა საუკუნის შემდეგ, ჩვენი რუსული ცივილიზაცია მშვიდობიანად განაგრძობს არსებობასა და განვითარებას როგორც ევროპის, ისე აზიის ტერიტორიაზე. ახლა, როდესაც წმინდა მთავრის ცხოვრების გმირობის ვუმზერთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავიგოთ არა მხოლოდ მისი სულიერი მემკვიდრეობის აქტუალობა, არამედ გავიაზროთ მისი პირადი პასუხისმგებლობა მამულისა და ერის ბედზე.

ჩვენთვის წარსული არ არის სამუზეუმო ექსპონატი. ის გვეხმარება დღევანდელი და ხვალინდელი დღის მოწყობაში. სულ უფრო გართულებად საინფორმაციო ნაკადში, ფეიკების სივრცეში, თანამედროვე ადამიანისთვის არც თუ ისე მარტივია ორიენტირება, რადგან ამ სივრცეში ვხვდებით მცდელობას, მოგვაკლონ ჩვენ, მათ შორის, ისტორიული სიმართლე ფაქტების დამახინჯებულად გადმოცემის გზით, რომ შთაგვაგონონ ცრუ დანაშაულის გრძნობა, ერთგვარი ნაკლოვანების განცდა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთ წარმოგვიდგენენ აგრესორებად და ოკუპანტებად, ხოლო მოღალატეებსა და მტრის ხელშემწყობებს – გმირებად.

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წმინდა რუსეთის ისტორიული ერთობა, რომელიც სათავეს იღებს კიევის ნათლობის ემბაზიდან. მე, ისევე როგორც ჩვენ შორის უმრავლესობა, ღრმად განვიცდი დღევანდელ განყოფას მოძმე ერში პოლიტიკური და რელიგიური მიზეზებით.

ჩვენ ისტორიულ გზაზე გვხვდებოდა არა მხოლოდ გამარჯვებები, არამედ მარცხიც, წარუმატებლობა, გაჭირვებისა და სიდუხჭირის თანხლებით. თუმცა ყველაზე გამორჩეული წარმატება ჩვენმა ერმა მაშინ მოიპოვა, როცა ის ერთსულოვანი იყო. შეიძლება იდეოლოგიის არსებობას სახელმწიფოში განსხვავებულად მივუდგეთ, მაგრამ აშკარაა, რომ უიდეო სახელმწიფოსთვის გარდაუვალია ცივილიზაციური კრახი. მით უფრო არ უნდა იყოს უიდეო ერი, საზოგადოება. რა არის ეროვნული სული? სული მაშინ ვლინდება, როდესაც ხალხი ცხოვრობს იმ ზნეობრივი ფასეულობებით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ამიტომ ცოცხალი რწმენა, წარუვალი სახარებისეული ღირებულებები შეთვისებული აქვს ჩვენ ერს მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირების გარიჟრაჟზე. ნებისყოფის სიძლიერე, რუსი ხალხის შეუპოვრობა და მამაცობა, მისი სიკეთე, სტუმართმოყვარეობა და სულგრძელება, დასახმარებლად მზაობა მათთვის, ვისაც უმძიმს, − გამობრძმედდნენ ჩვენს სულს და განსაზღვრავდნენ ისტორიულ გზას, აყალიბებდნენ ცივილიზაციურ კოდს.

ყველა ეს შესანიშნავი თვისება აღიზრდება ბავშვობიდან და შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ძლიერ ოჯახებში, სადაც არიან დედა და მამა, სადაც უფროსი თაობაა, რომელსაც აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და რომელსაც სოციალური ქსელების ვიდეო-რგოლებით ვერ ისწავლი. ჩვენ უნდა ჩავნერგოთ უფროსების პატივისცემა, რადგან შეუძლებელია საკუთარი ქვეყნის სიყვარული, თუ თავიდან არ შევიძინეთ საყვარელ და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვის ჩვევა. მოციქული პავლე წერს: ,,ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარუყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (1 ტიმ. 5.8).

რუსეთის ეკლესიის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა ტრადიციული რელიგიური საზოგადოების ვალია − საზოგადოებაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების ხელშეწყობა. მღვდელმსახურთა მრავალრიცხოვანი ოჯახების მაგალითი ადასტურებს ძლიერი და მრავალშვილიანი ოჯახის შექმნის შესაძლებლობას თანამედროვე რთულ პირობებშიც კი.

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსი ერი ძალიან მომთმენია, შეუძლია ცხოვრების რთულ პირობებში ადაპტირება. თუმცა ის ამავდროულად თავისუფლების დიდი მოყვარულია და არ ითმენს მოყვასთან მიმართებაში უსამართლობას. დიახ, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში ჩვენ ზოგჯერ, ალექსანდრე სერგის ძე პუშკინის სიტყვებით, ,,უაზრო და ულმობელ“ ამბოხებამდეც კი მივდივართ. აი, რატომ იყო შემრიგებლური ეკლესიის ხმა ყოველთვის მნიშვნელოვანი ჩვენი ერისთვის. ვიმედოვნებ, რომ ის დღემდე ასეთად დარჩება.

რუსეთის ათასწლოვანი ისტორია ნათლად ამოწმებს, რომ ჩვენ კოპირებით არ უნდა გადმოვიღოთ სხვისი ცივილიზაციის გზა, თუმცა ამასთან არ უნდა უგულებელვყოთ სხვების გამოცდილება. გლობალიზაციის ეპოქაში ყველა უნდა გავერთიანდეთ საკუთარი თვითმყოფადობის ირგვლივ, არ უნდა შეგვრცხვეს იმის, რომ სხვას არ ვგავართ, უნდა ვიაროთ საკუთარი ისტორიული გზით და შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები ყველგან, სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ. ეს საჭიროებს სიმამაცესა და ჩვენი ძალების კონსოლიდაციას.

თქვენ ჩემზე ნაკლებად არ იცნობთ იმ სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან ჩვენი თანამამულენი საზღვარგარეთ. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ძალადობის შემთხვევამ რუს ბიჭზე საწვრთნელ ბანაკში. შემთხვევა მიმდინარე წელს რუსეთის ერთ-ერთ მოსაზღვრე ქვეყანაში მოხდა. მას აბუჩად იგდებდნენ, სცემდნენ, რადგან გაბედა თავისი სარწმუნოების დამოწმება. რუსეთის ხელისუფლებამ და ეკლესიამ სასწრაფო რეაგირება მოახდინა ამ ინციდენტზე. თუმცა არსებობს რუსებსა და რუსულად მოსაუბრეებზე თავდასხმის მაგალითები ახლო საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებშიც. სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხდება მსგავსი შემთხვევების გახმაურება და მათი სათანადოდ შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში გამოვლენილი ერთეული მოუთმენლობის შემთხვევებზე გადატანილი ყურადღების გამო, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს რუსოფობური და ქრისტიანოფობური დიდი მასშტაბის ტენდენციების ნიშნები.

დღეისათვის არსებობს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების სისტემის ფორმირების სერიოზული მოთხოვნა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაცვა, რათა ყველასათვის იყოს ცნობილი, რომ ჩვენი თანამოქალაქენი და თანამემამულენი რუსეთის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან და ვერავინ შეძლებს მათ დაჩაგვრას. საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, პლანეტის რომელ ნაწილშიც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ჩვენი საერთო ვალია.

მათ, ვინც მოისურვებენ რუსეთში დაბრუნებას, უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. ისინი კი, ვისაც უნდათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დარჩენენ სამშობლოს ფარგლებს გარეთ, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მათ დაიცავენ და დახმარებას აღმოუჩენენ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ჩვენს ტაძრებთან, თანამემამულენი არცთუ იშვიათად პოლულობენ მხარდაჭერას და კრიტიკულ სიტუაციებში იღებენ თავშესაფარს, პროდუქტებით დახმარებას, მორალურ და სულიერ თანადგომას. სამშობლოსგან შორს დარჩენილი ადამიანები სულიერი ნუგეშისა და სამწყემსო მზრუნველობის განსაკუთრებულ საჭიროებას გრძნობენ. ამ საჭიროების პასუხად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი ახალი სამრევლო გაიხსნა, რომლებიც აერთიანებს ხალხს არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ კულტურული ურთიერთობებითაც. ჩვენი საზღვარგარეთის სამრევლოები – ეს არის მაგალითი მრავალეროვანი დიასპორებისა, რომლებიც ყალიბდება რწმენის პრინციპით, სადაც ერთ ჭერქვეშ რეგულარულად ლოცულობენ და ერთობლივად ქმნიან სამრევლოს რუსები და ბელარუსები, უკრაინელები და მოლდაველები. უმეტეს შემთხვევაში მათ აერთიანებს არა მხოლოდ საღმრთისმსახურო საეკლესიო სლავური ენა, არამედ ასევე, თანამედროვე რუსული მეტყველებაც. რუსული ენის საშუალებით ისინი ურთიერთობენ და ერთმანეთს თავიანთ სიხარულსა და საზრუნავს უზიარებენ.

შეინარჩუნო რუსული იდენტობა – ეს ნიშნავს რუსულად იფიქრო, წერო და ილაპარაკო. მე არა მხოლოდ როგორც პატრიარქი, არამედ როგორც რუსული სიტყვიერების საზოგადოების თავმჯდომარე, მოგიწოდებთ, რომ შთაუნერგოთ შვილებს რუსული ენის, საკუთარი ისტორიული სამშობლოსა და კულტურის გემო და სიყვარული. დაე, ჩვენმა ბავშვებმა იურთიერთონ საკუთარი მშობლების ენაზე, მიწერონ ელექტრონული შეტყობინებები თავიანთ დედებს და მამებს, ნათესავებსა და ახლობლებს კირილიცური დამწერლობით.

უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, პატივი მივაგოთ ჩვენს წინაპრებს, ვიფიქროთ შთამომავლებზე. არ ღირს გადაჭარბებული სიამაყე წარსულ წარმატებებზე, „განსვენება დაფნის გვირგვინებზე“, თუმცა ამასთან, არ უნდა მოვიწყინოთ განსაცდელების ჟამს. ბორის პასტერნაკის სიტყვებით,

სხვები ცოცხალ კვალზე

მტკაველ-მტკაველ გაივლიან შენს გზას,

მაგრამ დამარცხება გამარჯვებისგან

შენ თავად არ უნდა განასხვავო.

დაე, ყოვლისმპყრობელი ღმერთი მარადჟამს ყოფილიყოს ჩვენს ხალხთან და დაგვლოცოს ყველა ჩვენგანი! ჩვენ კი ვეცადოთ პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვიღვაწოთ თითოეულმა ჩვენ-ჩვენს ადგილზე და აღვაშენით საერთო ცივილიზაციური სივრცე მოკლე სახელწოდებით ,,რუსეთი“.

 

ყველას მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.      

გაზიარება:
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب