
მოსკოვის საპატრიარქო
2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები
2021 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინდოსი წევრებმა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით განიხილეს და მიიღეს ქვემოთ გამოქვეყნებული ჟურნალები.
ჟურნალი № 91
განხილულ იქნა სამღვდელთმთავრო კრების გადატანის საკითხი;
ცნობა:
2020 წლის 29 დეკემბერს წმინდა სინოდმა დაადგინა ჩაეტარებინა სამღვდელთმთავრო კრება 2021 წლის 15-დან 18 ნოემბრამდე (ჟურნალი № 103).
დაადგინეს:
რთული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, სამღვდელთმთავრო კრება გადატანილ იქნას 2022 წლის მაისში; მისი სხდომის თარიღებად განისაზღვროს 2022 წლის 26-29 მაისი.
ჟურნალი № 92
განხილულ იქნა ეპარქიის დაარსების საკითხი სომხეთის რესპუბლიკის საღვრებში.
დაადგინეს:
1. სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში დაარსდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქია.
2. ერევან-სომხეთის ეპარქიალურ მღვდელთმთავარს მიენიჭოს ტიტული „ერევნისა და სომხეთისა“, კათედრით ქალაქ ერევანში.
3. ერევნისა და სომხეთის ეპარქიის მმართველ იერარქად დადგინდეს კლინის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე, ამასთან მას შეუნარჩუნდს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
4. ერევან-სომხეთის ეპარქიის დაარსებასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკაში გაუქმდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საბლაღოჩინოები.
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025