მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველი…

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

2021 წლის 21 სექტემბერს, ჩვენი ყოვლადწმიდა დედოფლის და მარადის ქალწულის მარიამის საფარველის დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

მწყემსთმთავარს ვლადიმირის ეპარქიის მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზი არკადი მაკოვეცკი და ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.

ამავე ტაძარში წინა საღამოს მიტროპოლიტმა სადღესასწაული ლოცვა შეასრულა.

მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულებისას მწყემსთმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ქალწული დღეს მდგომარე წინაშე მეუფისა, გუნდთა თანა წმიდათასა უხილავად ევედრების უფალსა – გვესმოდა დღევანდელ ღვთისმსახურებაზე. ეს სიტყვები გამოხატავს თვით სადღესასწაულო მოვლენის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის – არსს.

წმინდა ანდრია სალოსმა, რომელიც მე-X საუკუნეში ცხოვრობდა, კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე დაინახა, თუ როგორ ჩამოვიდა მლოცველებთან ზეციდან ღვთისმშობელი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა და იოანე წინამორბედის თანხლებით, რათა თავისი ქალაქი და თავისი ხალხი დაეცვა. მან თავიდან საფარველი მოიხსნა, რომელსაც ჩვენ მის პატიოსან ომოფორს ვუწოდებთ, და ის ქალაქსა და ხალხს გადაფინა. და ეს მანათობელი გამოცხადება, რომლის შესახებაც წმინდანმა მოყვა, საფუძვლად ექცა დღევანდელ დღესასწაულს.

საინტერესოა, რომ ამ დღესასწაულმა რუსეთში ფართო გავრცელება ჰპოვა, მაშინ როდესაც, საბერძნეთში ამ მოვლენას ნაკლებად ახსნებენ და არც ისე საზეიმოდ აღნიშნავენ. მაგრამ როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რუსეთში მართლმადიდებლობასთან ერთად მოვიდა, მაშინ მისი საფარველის დღესასწაული ჩვენს ხალხს ძალიან მოეწონა. წმინდა მთავარმა ანდრია ბოგოლიუბსკიმ საფარველის საპატივცემულოდ ნერლიზე საფარველის ცნობილი ტაძარი ააგო, რის შემდეგაც ამ მოვლენის საპატივცემულოდ მთელს დაიწყეს რუსეთში ტაძრების აღმართვა.

ახლა ვდღესასწაულობთ რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველს, ჩვენ განვადიდებთ მის ზეციურ შუამდგომლობას და მეოხებას. ბევრი ადამიანი მოდის ღამისთევის ლოცვაზე, დგანან და ლოცულობენ, მაგრამ ყველას არ შეუძლია, წმინდა ანდრია სალოსის მსგავსად, თავისი სულიერი თვალებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმინდანები იხილოს, რომლებიც ჩვენთან ერთად და ჩვენთვის ღვთის წინაშე უხილავად ლოცულობენ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება, განსაკუთრებით, როდესაც საღმრთო ლიტურგია აღევლინება, ტაძარში იმყოფებიან არა მხოლოდ ღვთისმსახურებაზე მოსული ადამიანები, არამედ ზეციური ძალებიც, ასევე წმინდანებიც, რომლებსაც ჩვენ ლოცვებით მოვიხმობთ. და ყველა ჩვენგანზე ზემოთ, – როგორც უპატიოსნესი ქერუბიმებთასა და აღმატებული სერაბიმთასა, როგორც თავისი სიწმინდით უსაზღვროდ აღმატებული არა მხოლოდ ნებისმიერ ადამიანზე, არამედ ანგელოზთა დასზეც, – დგას ყოვლაწმიდა ღვთისმშობელი. ის ჩვენთვის უხილავად ევედრება ღმერთს და თავის ომოფორს საფარველად გვაფენს, გვიცავს ყოველგვარი ბოროტებისგან, გვიფარავს და ჩვენთვის შუამდგომლობს თავისი ძისა და ჩვენი ზეციური მამის წინაშე.

ღვთისმშობლის სახეგვარობა (Образ) – შუამდგომლისა და მეოხისა – რუს ხალხს იმდენად შეუყვარდა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული არანაკლები ზეიმით აღინიშნება, ვიდრე თორმეტი დღესასწაული.

ჩვენ ვევედრებით დედა ღვთისმშობელს, ვთხოვთ, დაგვიცვას ჩვენ, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ახლობლები ყოველგვარი ბოროტებისგან. ეს ლოცვა ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენს სამშობლოს და მთელ მსოფლიოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი დღეში ათასს უახლოვდებოდა. ეს ძალიან ბევრია. ადამიანები ადრეულ ასაკშიც და ხანდაზმულ ასაკშიც, – მათ, ვისაც შეეძლოთ კიდევ ათი წელი ან ათწლეულები ეცოცხლათ, ახლა მძიმე ტანჯვაში არიან. იხრჩობიან, საკუთარ ახლობლებთან ადამიანურად გამომშვიდობების შესაძლებლობაც არ აქვთ, ტოვებენ ამ სამყაროს. ჩვენ მათთვის ვლოცულობთ. ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც ახლა თავის ახლობლებს კარგავს. ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვით მივმართავთ, რომ ყველა ჩვენგანს დაეხმაროს ამ მძიმე განსაცდელის გადატანაში; დაიცვას ყველა, ვინც ახლა ავადმყოფობის სარეცელზე წევს, და ისინი, ვინც სასიკვდილო სარეცელზეა, და დაიფაროს ყველა დანარჩენი ამ საშინელი ავადმყოფობისგან.

რა თქმა უნდა, ჩვენ თავადაც ძალისხმევა უნდა დავიშუროთ სიფრთხილის ზომების დასაცავად, მაგრამ ლოცვაში მოწოდებულნი ვართ ყოველთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მივმართოთ, რადგან ის არის ჩვენი შუამდგომელი, ჩვენი მეოხი. თუ ის ინებებს, მაშინ ყოველგვარ უბედურებას აგვარიდეს, როგორც ეს ბევრჯერ მომხდარა ჩვენი რუსეთის ისტორიის განმავლობაში, როდესაც მტრების უზარმაზარი ლაშქარი გვიტევდა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძალით ისინი შორს განიდევნებოდნენ.

გვწამს, რომ ეს განსაცდელა, რომელიც ჩვენ მოგვეწია, – ზეციური დედოფლის ლოცვებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის და წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის შუამდგომლობით, რომლებიც მასთან ერთად გამოჩნდნენ, სხვა წმინდანთა შუამდგომლობით, მათ შორის ვნებათდამთმენელი წმინდა სამეფო ოჯახისა და რუსეთის ეკლესიის ყველა ახალმოწამისა და აღმსარებელისა, – დასრულდება, და ჩვენ შევძლებთ მადლობა გადავუხადოთ უფალს მისი ზეციური წყალობისათვის და იმისთვის, რომ ის გვიცავს და გვმფარველობს ჩვენ ყოველგვარი ბოროტებისგან“.

შემდეგ უწმინდესი პატრიარქის კირილეს დავალებით, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა დეკანოზ არკადი მაკოვეცკის დოქტორის ჯვარი უბოძა, რომელმაც ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოზე 2021 წლის 6 აპრილს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ: მისი სამრევლოების წარმოშობისა და ორგანიზაციული გაფორმების ეტაპი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე და მათი გაერთიანება დედა-ეკლესიასთან (1990-2007 წწ.)“ –

დეკანოზ არკადისთვის დისერტაციის წარმატებული დაცვის მილოცვისას, მეუფემ მას უთხრა: „მამა არკადი, თქვენი დისერტაციის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე არსებულ განხეთქილებებს ეძღვნება.

90-იან წლებში, როდესაც ჩვენი ხალხის მრავალ გონებაში დაბნეულობა სუფევდა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვიყავით რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიასთან ერთობისგან, რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ეკლესიის სტრუქტურების შექმნა დაიწყო, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ოპოზიციაში იმყოფებოდა.

ეს ყველაფერი ღვთის შეწევნით გადაილახა, როდესაც 2007 წელს შედგა ისტორიული შეერთება სამშობლოში არსებული ეკლესიისა გაფანტულობაში მყოფ ეკლესიასთან. მხოლოდ რამდენიმე დარჩა, ვინც არ მოისურვა ეკლესიასთან შეერთება. ისინი დღესაც წარმოადგენენ მცირე სქიზმატურ გაერთიანებებს, სადაც, როგორც ხუმრობენ ხოლმე, უფრო მეტი მიტროპოლიტია, ვიდრე მრევლი, რადგან ხალხი ამ ადამიანებს არ მიჰყვება.

ჩვენი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ალტერნატიული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის მცდელობას განსაკუთრებით 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი. მამა არკადიმ ეს თავის სადოქტორო დისერტაციაში აღწერა, და როგორც წარმატებით დამცველმა დისერტაციისა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში, ჩვენს სადისერტაციო საბჭოში, მან დღეს დოქტორის ჯვარი მიიღო“.

დასასრულ, მიტროპოლიტმა ილარიონმა ყველა დამსწრეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული მიულოცა. „დაე ღვთისმშობელმა თავისი პატიოსანი ომოფორით დაგვიფაროს ყოველგვარი ბოროტებისგან“, – უსურვა მეუფემ დამსწრე საზოგადოებას.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب