
მოსკოვის საპატრიარქო
ესტონეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი ესტონეთის ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებს შეხვდა









2021 წლის 10 ოქტომბერს, თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ესტონეთის რესპუბლიკის არჩეეული პრეზიდენტი ალარ კარისი შეხვდა ესტონეთის ქრისტიანული ეკლესიების მეთაურებსა და წარმომადგენლებს.
10 ოქტომბერს, დილით, ტალინის დომსკის ტაძარში შედგა საზეიმო ღვთისმსახურება მადლიერების დღესთან დაკავშირებით (Lõikustänupüha), რომელსაც ალარ კარისი ესწრებოდა, როგორც კერძო პირი.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დომსკის ტაძრის კანცელარიაში შედგა არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა ესტონეთის ქრისტიანული ეკლესიების მეთაურებთან და წარმომადგენლებთან. მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას წარმოადგენდნენ ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი და დეკანოზი იუბენალი კაარმა.
მისალმებათა გაცვლისა და თითოეულ დამსწრესთან მოკლე გაცნობის შემდეგ, ალარ კარისმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების წიგნში, რომლის ქვეშაც საკუთარი ხელმოწერა განათავსა შეხვედრაზე მყოფმა ყველა ეკლესიის წარმომადგენელმა.
ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საიტი /
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
Erik Peinar-ის ფოტო
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025