მოსკოვის საპატრიარქო
შედგა შეხვედრა იერუსალიმის პატრიაქ თეოფილესა და იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელს შორის
2021 წლის 12 ოქტომბერს იერუსალიმის საპატრიარქო რეზიდენციაში უნეტარესმა პატრიარქმა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა თეოფილე III-მ მიიღო იერუსალიმის რუსული სულიერი მისიის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ალექსანდრე (ელისოვი).
არქიმანდრიტმა ალექსანდრემ უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს გადასცა უწმინდესი პატრიარქის კირილესა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის სამძიმარი იერუსალიმის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, იორდანიის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ასევე, მამა ალექსანდრემ პატრიარქ თეოფილეს წარუდგინა რუსეთის სულიერი მისიის ახლადდანიშნული კლირიკოსები - ქებრონში წმინდა მამამთავართა მეტოქიონის მეკლიტურის მოვალეობის შემსრულებელი მღვდელ-მონაზონი ამბროსი (იგნატოვი) და ეინ-კარემში გორნენის დედათა მონასტრის კლირიკოსი დეკანოზი ნიკოლოზ ჟდანოვი.
იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარმა გულითადი მადლიერება გამოხატა უწმინდესი პატრიარქის კირილესა და მიტროპოლიტ ილარიონის მიმართ, თანაგრძნობისა და კეთილი სიტყვებისთვის გარდაცვლილი მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს მისამართით.
პატრიარქმა თეოფილემ, ასევე, ლოცვა-კურთხევა გადასცა მღვდელმონაზონ ამბროსის და დეკანოზ ნიკოლოზს ახალ საეკლესიო მსახურებაზე. შემაგონებელ სიტყვაში მისმა უწმინდესობამ დამსწრე საზოგადოებას პირადი განცდები გაუზიარა წმინდა მიწაზე საეკლესიო მსახურების სირთულისა და მადლმოსილების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალურმა მდივანმა კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა არისტარქემ და მისიის ხაზინადარმა მღვდელმონაზონმა ათანასემ (ბუკინი).
რუსეთის სულიერი მისიის პრეს-სამსახური/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024