მოსკოვის საპატრიარქო
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: ჩემი მეუ-ს არაღიარება არის სინდისისა და ეკლესიის კანონების საკითხი
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, მეუ-ს მეთაურს – უკრაინაში მოქმედი სქიზმატური სტრუქტურა – ეპიფანე დუმენკოს, უკრაინაში კანონიკური ეკლესიის წინამძღვრად არ აღიარებს. როგორც ბერძნული მართლმადიდებლური საიტი „Ромфея“ იტყობინება, მეუფემ ამის შესახებ ისაუბრა გამოცემა „Φ“-თან ინტერვიუში.
მიტროპოლიტმა ათანასემ აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომს, რომელმაც ეპიფანე დუმენკო უკრაინაში ეკლესიის კანონიკურ წინამძღვრად აღიარა, რადგან ეს „აღიარება“ მოხდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე.
ამასთანავე მწყემსმთავარმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია არ არის ნაკარნახევი პირადი უპრატესობის მნიჭებით, რადგან ის არ იცნობს არც უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს, და არც ეპიფანე დუმენკოს. „ეს იყო სინდისის საკითხი, ეკლესიის წმინდა კანონების დაცვის საკითხი“, – თქვა მიტროპოლიტმა ათანასემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის
მასალების მიხედვით/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024