მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა
2021 წლის 23 სექტემბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალური რეზიდენციის სატახტო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო.
მიესალმა რა შეკრებილებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება, კერძოდ, 2021 წელს მღვდელთმთავართა კრების მოსამზადებელი საკითხები.
„დღეს ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ეხება ეკლესიის შიდა და გარე საქმიანობას; წარმოდგენილი იქნება წმინდა სინოდის ზოგიერთი წევრის შესაბამისი მოხსენებები“, – დასძინა უწმინდესმა მეუფემ.
ასევე, უწმინდესის თქმით, სინოდი „განიხილავს ერთ-ერთი პირის კანდიდატურას, რომელიც მღვდელთმთავრად კურთხევაზეა წარდგენილი“.
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრენსკის მიტროპოლიტი დიონისე.
შეხვედრას ესწრებიან დროებითი წევრები: ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი; ვოლგოგრადისა და კამიშინსკის მიტროპოლიტი თეოდორე; ჩელიაბინსკისა და მიასის მიტროპოლიტი ალექსი; სამხრეთ სახალინისა და კურილიის მთავარეპისკოპოსი ნიკანორი; ლისკოვსკისა და ლუკოიანოვსკის ეპისკოპოსი სილუანე.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესს-სამსახური/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024