მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია პოლონეთის ეკლესიის სიწმინდეებს მოილოცავს
2021 წლის 19 სექტემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელიც ბარიშევის ეპისკოპოს ვიქტორის მეთაურობით პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეებს მოილოცავს, წმინდა მთა გრაბარკას ეწვია, სადაც მართასა და მარიამის მართლმადიდებლური მონასტერი მდებარეობს, რომელიც 1947 წელს დაარსდა.
მომლოცველები ასევე ლუბლინის ვოევოდსტვაში წმინდა ონოფრე იაბლოჩინსკის სტავროპეგიალურ მონასტერს ეწვივნენ, რომელიც XV საუკუნის ბოლოს დაარსდა. აქ უკრაინიდან ჩასულმა მორწმუნეებმა თაყვანი სცეს სავანის მფარველი წმინდანის, ბერი ონოფრე დიდის მონასტერში განდიდებულ ხატს.
20 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის წინა საღამოს ლუბლინისა და ხოლმის ეპარქიის წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში ღამისთევის მსახურების წეს-განგება აღესრულა. ღვთისმსახურება პერემიშლისა და გორლიცკის მთავარეპისკოპოსმა პაისიმ და ლუბლინისა და ხოლმის მთავარეპისკოპოსმა აბელმა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მონაწილეობით აღავლინეს. პოლონური ეკლესიის იერარქებს თანამსახურებდა ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი.
ღვთისმსახურების წინ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა მონაწილეობა მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხოლმის ხატის ასლის საზეიმო შეხვედრაში, რომელიც შეიქმნა ათონის მთაზე, ასევე ხოლმის ქუჩებში ღვთისმშობლის განდიდებული ხატით ლიტანიობაში პოლონეთის ეკლესიის იერარქებთან და მორწმუნეებთან ერთად.
მართლმადიდებელი ჟურნალისტების საიტის მასალების მიხედვით/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024