მოსკოვის საპატრიარქო
ტანბრიჯ უელსში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მართლმადიდებლური ღვთისმსახურება აღესრულა
2021 წლის 18 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის მშობლების – წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართალი ელისაბედის დღესასწაულზე, ქ. ტანბრიჯ უელსში (დიდი ბრიტანეთი) წმინდა მოციქულისა და მახარებელის ლუკას ეპარქიულ თემში საღმრთო ლიტურგია აღესრულა.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ შეზღუდვებთან, ღმრთისმსახურება სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის საეპარქიო ოლქის კეთილმოწესემ, დეკანოზმა ვიტალი პოლოჩუკმა აღასრულა.
ლიტურგიის განტევების შემდეგ მამა ვიტალიმ მრევლს მისასალმებელი სიტყვითა და სულიერი დარიგებით მიმართა.
წირვაზე ლოცულობდნენ და ეზიარნენ თანბრიჯ უელსისა და ახლომდებარე დასახლებების მართლმადიდებელი მცხოვრებლები.
ღვთისმსახურება თემში ყოველთვიურად რეგულარულად შესრულდება. მომდევნო საღმრთო ლიტურგია შაბათს, 23 ოქტომბერს ჩატარდება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სუროჟის ეპარქიის ვებგვერდი /
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024