მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი …

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი დედობრივი სიყვარულით მთელს სამყაროს და თითოეულ ადამიანს გულში იკრავს


2021 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ჩვენი დედოფლის და მარადის ქალწულის მარიამის შობის დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

მწყემსმთავარს ტაძრის კლირიკოსები თანამსახურებდნენ.

ამავე ტაძარში წინა საღამოს მიტროპოლიტმა ღამისთევის მსახურების წეს-განგება შეასრულა.

მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულებისას მწყემსმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

სახარებებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვინ იყვნენ მისი მშობლები, როგორ გაიზარდა იგი. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ იქნა მთავარანგელოზი გაბრიელი ნაზარეთში ქალწულთან მივლენილი, რომლის სახელი იყო მარიამი, რათა მისთვის ეხარებინა კეთილი უწყება მისგან მაცხოვრის შობის შესახებ. მათეს სახარება მოგვითხრობს, თუ როგორ მოხდა უფალ იესო ქრისტეს შობა ღვთისმშობელი მარიამისა და სულიწმიდისგან. მაგრამ ვინ იყო ქალწული მარიამი, ვინ იყვნენ მისი მშობლები, რა უსწრებდა წინ მასთან ანგელოზის ამ მისვლას, სახარება დუმს.

ამ ყველაფერზე საეკლესიო ტრადიცია გვესაუბრება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები ღვთისმოსავი იოაკიმე და ანნა იყვნენ. იოაკიმე, იერუსალიმის ტაძრის მღვდელი, უშვილო იყო, რაც ძველ აღთქმაში აღიქმებოდა როგორც ზოგიერთი ცოდვის გამო ღვთისაგან მოვლენილი მძიმე სასჯელი. მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი ცოლი ანნა ლოცულობდნენ იმისთვის, რომ უფალს მათთვის შთამომავალი ებოძებინა.

როდესაც იოაკიმე და ანნა უკვე მოხუცებულ ასაკში იყვნენ, უფალმა შეისმინა მათი ლოცვა, და ღვთისმოსავი წყვილისგან მოვიდა ის, ვინც განზრახული იყო გამხდარიყო ხორცშესხმული ღმერთის დედა, დაუტევნელის დამტევნელი და ჩვენი ხსნის იარაღი.

ყოვლადწმინდა დედოფალი ღვთისმშობელი, როგორც ეკლესიის ტრადიცია მოწმობს, იერუსალიმის ტაძარში აღიზარდა. მან მთელი თავისი დრო გაატარა ლოცვაში, წმინდა წერილის კითხვაში, ხელსაქმეში და საკუთარი თავს ამზადებდა იმისთვის, რათა უფლის დედა გამხდარიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ანგელოზი გამოეცხადა და ამის შესახებ აუწყა, ის შეძრწუნდა. „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ (ლუკა 1:34), – ჰკითხა მარიამმა. მაგრამ ანგელოზმა უთხრა მას: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“ (ლუკა 1:35).

რატომ აირჩია უფალმა მაინცდამაინც ეს ღვთისმოსავი ებრაელი გოგონა იმისთვის, რომ ის მისი დედა გამხდარიყო? რატომ არა ვინმე სხვა? და საერთოდ რატომ სჭირდებოდა მას ქალწულისგან დაბადება? მას ხომ შეეძლო ზეციდან ჩამოსვლა ისევე, როგორც ზეცაში ამაღლდა მას შემდეგ, რაც ჯვარზე მოკვდა და მკვდრეთით აღდგა?

ამ კითხვებზე არც წმინდა წერილი და არც წმინდა გარდამოცემა არ გაგვცემს პასუხს. უფალი ამ სამყაროში ჩვეულებრივი ადამიანური შობით მოვიდა, ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ის ისეთივე ყოფილიყო, როგორიც სხვა ადამიანებია. მაგრამ ამავე დროს, იესო ქრისტეს შობას არ შეიძლება ვუწოდოთ ჩვეულებრივი, რადგან ქრისტე დაიბადა არა ცოლ-ქმრისგან, არამედ ღვთისმშობელი მარიამისგან და სულიწმიდისგან. როცა უფალი მაცხოვარი იშვა, მარიამის ქალწულობა შენარჩუნებული დარჩა, მან არ დაკარგა ის. და როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე, ჩვენი გონება და ჩვენი გული ეხება დიდ საიდუმლოს, რომელიც შეუძლებელია ადამიანური სიტყვებით აღწერო.

ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას იმაზე, თუ რატომ გამოჩნდა უფალი ასე, და არა სხვაგვარად. რატომ აირჩია მან სწორედ ასეთი დაბადების გზა, და არა სხვა რომელიმე. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ ღმერთმა ჩვენთან ახლოს ყოფნა მოინდომა. მან მოინდომა რომ თავისი ზეციური სიმაღლიდან ჩამოსულიყო, რათა ჩაფლულიყო ჩვენს ადამიანურ ცხოვრებაში მთელი თავისი მწუხარებებით, პრობლემებით, ყველაფერი იმით, რაც მხოლოდ გვახარებს ჩვენ, არამედ იმითაც რაც ამძიმებს ჩვენს გულსა და სულს.

უფალი გახდა ერთ-ერთი ჩვენგანი, რათა ჩვენ გადავერჩინეთ, და ისე, როგორც თავად დედამიწაზე ჩამოვიდა, ჩვენც შეგვძლებოდა, მისი ხელმძღვანელობით, მიწიდან ზეცაში ასვლა. მაგრამ ჩვენი მიწიდან ზეცაში ასვლა არ მოხდება ერთბაშად, არც ერთხელ, არც ჩვენი სიკვდილის შემდეგ, არამედ ხდება უკვე აქ და ახლა, როდესაც ტაძარში მოვდივართ, როდესაც საღვთო ლიტურგიაში ვმონაწილეობთ, ვევედრებით უფალს, მის უწმინდესს დედას, ანგელოზებსა და წმინდანებს, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, საკუთარ თავში ვიღებთ ხორცშესხმული ღმერთის ხორცსა და სისხლს. სწორედ მაშინ იწყება ჩვენი ასვლა მიწიდან ზეცაში. და ამ ასვლისას ჩვენი შემწე, შუამავალი და მლოცველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მარადის ქალწული მარიამი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ჩვენი ეკლესია განსაკუთრებული წყალობის ღირსი გახადა, ის ჩვენთანა მყოფობს თავისი სასწაულებრივი ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ მეშვეობით. ყველთვის, როდესაც მწუხარება მოგვიცავს, ჩვენ შეგვიძლია მივეახლოთ მას, ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, და ყოველთვის მივიღებთ შვებასა და შეწევნას. შეიძლება დაუყოვნებლივ – არა, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ, რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ისმენს ჩვენს ლოცვებს, არის ჩვენი შუამავალი, შემწე და მლოცველი ყოვლისმპყრობელი ღმერთის ტახტის წინაშე.

ზოგი ამტკიცებს, რომ ყველა თქმულება იოაკიმესა და ანასგან ღვთისმშობლის შობის შესახებ, იმაზე, რომ ის იერუსალიმის ტაძარში აღიზარდა, არასანდოა, რადგან ისინი წმინდა წერილში საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი და შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო, რომ ასეთი პატარა გოგონა ტაძარში გაზრდილიყო. კერძოდ, ასე საუბრობს ყველანაირი პროტესტანტი მქადაგებელი, ბაპტისტი მქადაგებელი, ორმოცდაათიანელი ­– ისინი, რომლებიც ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად აღიარებენ, მაგრამ ამავე დროს საეკლესიო გარდამოცემას უარყოფენ, არ ლოცულობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე და არც თაყვანს სცემენ მას.

ჩვენ ასეთ ადამიანებს მთელი სიმტკიცითა და სიმდაბლობით ვპასუხობთ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საიდუმლო – ეს არის ის საიდუმლო, რომელიც განცხადდა ეკლესიაში. ის ღია იყო მისთვის. და საუკუნეების მანძილზე იგი უცხადებოდა მორწმუნე გულს. ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ღმერთის განდიდება და იესო ქრისტეს განდიდება როგორც ღმერთისა და მაცხოვრის, იმავდროულად ქალწული მარიამის, როგორც მისი უწმინდესი დედის, როგორც ყოვლადკურთხეული ჩვენი დედოფლის ღვთისმშობლის განდიდების გარეშე.

შემთხვევითი არ არის, რომ მე–V საუკუნეში ერთმა მონდომებულმა ღვთისმეტყველმა გადაწყვიტა შეეცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი, ამტკიცებდა, რომ მან თითქოსდა გააჩინა არა მარადიული ღმერთი, არამედ ადამიანი იესო ქრისტე, ამიტომ საჭიროა მას ვუწოდოთ ქრისტესმშობელი და არა ღვთისმშობელიო. მთელი საეკლესიო სისავსე, უბრალო ხალხი და სასულიერო პირები, იერარქები და ღვთისმეტყველები აღდგნენ ამ უწმინდურების წინააღმდეგ, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჭეშმარიტად ღვთისმშობელია. მან გააჩინა ღმერთკაცი ქრისტე და ამიტომაც სრული სამართლიანობით ის იწოდება ღვთისმშობელად. ჩვენ მას ვევედრებით, როგორც ჩვენს შუამდგომელს, ჩვენს შუამავალს და მეოხს ყოვლისშემძლე ღმერთის ტახტის წინაშე. ჩვენი გული ეხმაურება მის ყოფნას ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ რაც მთავარია – ის ეხმაურება ჩვენს ლოცვებს, გვისმენს ჩვენ, ვუყვარვართ და თავისი დედობრივი სიყვარულით გულში იკრავს მთელ სამყაროს და თითოეულ ადამიანს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ვილოცოთ ჩვენი ყოვლადწმინდა დედოფლის წინაშე, რომ დაგვიფაროს მან ყოველგვარი ბოროტებისგან, დაიფაროს ჩვენი სამშობლო, დედამიწის ყველა ხალხი და რაც შეიძლება მალე დასრულდეს ის შეტევა, რომელიც ჩვენ მოგვევლინა როგორც ღვთის დაშვება. ჩვენი გულის სიჩუმეში განვადიდოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისი ყოვლადწმინდა დედა, ჩვენი დედოფალი. ამინ.

ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! უფალმა ყველა დაგიფაროთ“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب