მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა
2021 წლის 16-18 სექტემბერს ვენაში (ავსტრია) პატროლოგების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიის მამათა შრომებში მემკვიდრეობითი ცოდვის თემის გაშლას მიეძღვნა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა პატროლოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა 16 სექტემბრის საღამოს კონფერენციის მონაწილეებს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით მისალმებითი სიტყვით მიმართა, განსაკუთრებით აღნიშნა დარბაზში ვენის მთავარეპისკოპოსის კარდინალ კრისტოფ შონბორნის ყოფნა, რომელთანაც სსკგ–ს თავმჯდომარეს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსი. მიტროპოლიტი ილარიონი ასევე თბილად მიესალმა ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს ტერეზია ჰაინთალერს, – კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ წმინდა მამათა მემკვიდრეობის შესწავლა არ შეიძლება ამოიწუროს მხოლოდ მათ მიერ დაწერილი ტექსტების შესწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის შესწავლა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ. და ეს შეუძლებელია ქრისტიანული სარწმუნოებისა და სულიერების საფუძვლების პრაქტიკული შეთვისების გარეშე.
წმინდა მამები, როგორც იერარქმა აღნიშნა, არ იყვნენ აკადემიური თეოლოგები, რომლებიც იჯდნენ მაგიდასთან, სხვა ავტორების წიგნების გარემოცვაში. მათი ღვთისმეტყველება იბადებოდა, უპირველეს ყოვლისა, ლოცვითი გამოცდილებიდან, ასევე ეკლესიის საკრამენტალურ ცხოვრებაში მონაწილეობის გამოცდილებიდან. ამიტომაც მათი შრომები ინარჩუნებენ აქტუალურობას ყველასთვის, ვინც ისწრაფვის იპოვნოს გზა ცხონებისკენ.
როგორც თანამედროვე კვლევის მაგალითი, რომელიც ეძღვნება წმინდა მამათა ღვთისმეტყველებას, მიტროპოლიტმა ილარიონმა კენტერბერიის ყოფილი მთავარეპისკოპოსის როუენ უილიამსის წიგნი „დუმილი და თაფლის ნამცხვრები. უდაბნოს სიბრძნე“ მოიყვანა, რომელიც IV-V საუკუნეების ეგვიპტურ მონაზვნობას ეძღვნება. მარტივი და მისაწვდომი ფორმით, წიგნის ავტორი გადმოსცემს სამონაზვნო სულიერების საფუძვლებს, ცდილობს აქტუალური გახადოს ეგვიპტური უდაბნოს სიბრძნე და ახსნას მისი ღირებულება თანამედროვე მკითხველისათვის.
სიტყვის დასასრულს მიტროპოლიტმა ილარიონმა წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და გამოთქვა იმედი, რომ ის შეძლებს პირადი მონაწილეობა მიიღოს ერთ-ერთ მომავალ კონფერენციაში.
სსკგ–ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024