მთავარი გვერდი ახალი ამბები
პაკისტანში მუსლიმურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ ტაძარი და …

პაკისტანში მუსლიმურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ ტაძარი და ქრისტიანების სახლები ავტომატებით დაცხრილა


პაკისტანში მუსლიმურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ ავტომატებით დაცხრილა ქრისტიანული ტაძარი და მის მიმდებარედ განთავსებული მრევლის წევრების სახლები, რის შედეგადაც დაიჭრა არანაკლებ ოთხი ქრისტიანისა.

მათ შორის დაშავდა ფეხმძიმე ქალბატონიც. თავდასხმა მოხდა ლახორში, შერაკოტის რაიონის შამსაბადის უბანში. ერთ-ერთმა დაჭრილმა ასიფ მასიჰმა გაიხსენა სამსახურიდან შინ დაბრუნებისას ქუჩაში განწირული ყვირილისა და ავტომატების სროლის ხმის გაგონება. ,,დავიწყე ბავშვების მოხმობა ქუჩიდან სახლში, რა დროსაც შევნიშნე კბილებამდე შეიარაღებული ხალხი, რომლებიც ჩვენს ქუჩაზე მდებარე ეკლესიას ესროდნენ ტყვიებს,“ – იხსენებს მასიჰი Morning Star News-სთან ინტერვიუში. –შემდეგ მათ ცეცხლი გაუხსნეს ქრისტიანთა მეზობელ სახლს“. მისი თქმით, ზოგიერთმა ტერორისტმა ის შეამჩნია და ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორივე თეძოს არეში დაიჭრა. ,,გაჭირვებით მოვახერხე სახლამდე მიღწევა და კარის ჩაკეტვა, ისინი კი განაგრძობდნენ სროლას,“ – ამოწმებს მასიჰი. ,,მესმოდა მათი მუქარა და წყევლა ქრისტიანთა მისამართით, ისინი იფიცებდნენ ამ რაიონში ყველას ამოწყვეტას და ჩვენი ტაძრის გადაწვას“.

მისი სიტყვებით, თვითმხილველებმა თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მოახდინეს, ესენი გახლავთ მუსლიმები დილშად დოგარი, ბატ გას ვალა და ჩანდ ხენჩა. მათ ესროლეს АК-47-ისა და სხვა იარაღის საშუალებით ასობით ტყვია სახლებს, სადაც 300-ზე მეტი ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობს. მისი თქმით, ტყვიებმა მრავალი სახლის კარი დააზიანა და სამი ქალბატონი დაჭრა – ნირმა ბიბი, მარია კაშიფი და სამინა, ასევე სხვა ქრისტიანებიც. ,,დაჭრილთაგან ერთ-ერთი ექვსი თვის ფეხმძიმეა“, – მწუხარებით აღნიშნავს მასიჰი. – ,,ამ უკანასკნელს ფეხში მოხვდა ტყვია, რომელიც კარს ესროლეს, თუმცა ახლობლებმა მოახერხეს მისი უსაფრთხო კუთხეში გადაყვანა“.

ბევრმა ქრისტიანმა სატელეფონო ზარით პოლიციის სასწრაფო დახმარების ტელეფონზე დარეკვა დაიწყო 14.30 საათზე, როდესაც ისმოდა სროლა, მაგრამ პოლიცია მხოლოდ 20.00 საათზე მოვიდა, რამდენადაც ეჭვმიტანილები გავლენიანი ხალხია მათი კავშირების მიხედვით, როგორც ამას მასიჰი ამბობს. ის ერთ-ერთ მოწმედ გვევლინება ტერორისტთა წინააღმდეგ საქმეში. ,,მთელი ჩვენი ქუჩა დაცხრილულია ტყვიებით, ბევრ დაჭრილს სისხლი სდიოდა, თუმცა პოლიციამ თავის პირველ პატაკში ეს ანგარიშსწორება არ ცნო როგორც ტერორისტული აქტი,“ – აღშფოთებას ვერ მალავს მასიჰი. – უფრო მეტიც, საკუთარ განცხადებაში მე ვახსენე, რომ დამნაშავეები ხშირად იმუქრებოდნენ ეკლესიის გადაწვითა და ჩვენი დახოცვით, მაგრამ პოლიციამ ჩემი ჩვენებით არ შეადგინა პატაკი“.   

პოლიციამ მხოლოდ მომდევნო დღეს შეადგინა პატაკი, რომლითაც ამტკიცებს, რომ სროლა გახლდათ უთანხმოების შედეგი ქრისტიანებს – ასტაგორ მასიჰსა და დოგარს შორის. ასიფ მასიჰი უარყოფს ამ ვერსიას და ირწმუნება, რომ პოლიცია იცავს კრიმინალისტებს. ,,ჰკითხეთ მათ, თუ რატომ გაუხსნეს ცეცხლი დოგარმა და მისმა თანამზრახველებმა ქრისტიანთა სახლებს და დაჭრეს ჩვენნაირი უდანაშაულო ხალხი, ნუთუ იმის გამო, რომ დოგარს პირადი დავა აქვს კონკრეტულ პიროვნებასთან?“ - კითხულობს თვითმხილველი. – სინამდვილეში პოლიცია იცავს კრიმინალისტებს, რამდენადაც ისინი მუსლიმები არიან, – ჩვენ კი – საცოდავი ქრისტიანები“.

პაკისტანის ქრისტიან იურისტთა ასოციაციის ლიდერი, ადვოკატი ჯაველ გილი აცხადებს, რომ ინფორმაცია სროლის მიზეზების შესახებ კვლავ წინააღმდეგობრივია. ,,რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულები გამოდიოდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ამ რაიონში და აიძულებდნენ საზოგადოებას ტაძარში მსახურების შეწყვეტას, სხვები კი ირწმუნებიან, რომ სროლა გამოწვეულ იქნა გოგონას გამო კამათის მიზეზით,“ – აღნიშნავს გილი ინტერვიუში. – დავუშვათ, რომ სროლის საბაბი ორ ადამიანს შორის ქიშპი იყო, მაშინ როგორ შეიძლება მთელს ქრისტიანულ კვარტალზე ავტომატებით თავდასხმის გამართლება? არალეგალური იარაღებიდან გასროლილმა რამდენიმე ასეულმა ტყვიამ ბევრი დაჭრა, პოლიციამ კი არ იმოქმედა ტერორისტთან ბრძოლის შესახებ მეშვიდე კანონით,“ – ამბობს ადვოკატი. – პოლიციამ ასევე ვერ შეძლო აეხსნა, თუ რატომ არ გამოცხადდა თავის დროზე ადგილზე გამოძახებისთანავე“.

,,ჩვენ დავაპატიმრეთ სამი მამაკაცი, მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დამნაშავეების ძებნა, – Morning Star News-სთან ინტერვიუში აცხადებს შერაკოტის რაიონის ოფიცერი მუჰამედ აზიმი პატრულის დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისათვის თავის არიდების მცდელობით. – პირველადმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სროლის მიზეზი იყო პირადი შეკამათება, ხოლო ზუსტ ფაქტებს შემდგომი გამოძიება დაადგენს. ქრისტიანები ჩვენი ძმებია, და ჩვენ ყოველთვის ვიცავთ მათ ყოველგვარი კრიმინალისგან, რომელიც არღვევს მშვიდობას რაიონში. ინციდენტი დააფიქსირა ხელისუფლებამ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავეები. ეს არაა რელიგიური საკითხი, როგორც ამას ქრისტიანები მიიჩნევენ“.         

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დეკემბრის თვეში ხელმეორედ ჩარიცხა პაკისტანი იმ ცხრა ქვეყანას შორის, „რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს როგორც აღმსარებლობის თავისუფლების სერიოზული დამრღვევი. პირველად ამ სიაში ქვეყანა მოხვდა 2018 წლის 28 ნოემბერს. პაკისტანი ამჟამად იკავებს მეხუთე ადგილს ქრისტიანთა მდევნელ 50 ქვეყანას შორის (2021 World Watch). ამ ქვეყნების სია შედგენილია Open Doors მსოფლიო ქრისტიანული უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ.

Christian Headlines/«Седмица»/სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب