მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაცი…

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“


პრეზენტაცია გაიმართა 2021წლის 16 სექტემბერს ქრისტე მაცხოვარის ტაძარში.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო!

დღეს აქ შეკრებილი საზოგადოების – მწყემსმთავრების, მწყემსების, მეცნიერების, სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგების ყურადღებას ვთავაზობთ დოკუმენტების ყველაზე სრულ კრებულს კიევის მიტროპოლიის შეერთების ისტორიის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, 1686 წელს. ეს კოლექტიური ნაშრომი გაერთიანებულია იდეით: ერთი ფრიად მნიშვნელოვანი, მაგრამ კერძო პრობლემის მაგალითზე, რომელიც საეკლესიო და დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება, წარმოვაჩინოთ რუსეთის ეკლესიის ერთობა, ასევე წმინდა რუსეთის ხალხების სულიერი, ცივილური და ისტორიული ერთობა დოკუმენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტურ შუქზე.

როგორც მცხეთაა საქართველოს ეკლესიისთვის, როგორც პეჩი – სერბეთისთვის, ასევეა რუსეთის ეკლესიისთვის მისი ისტორიული აკვანი და უპირველესი კათედრა ძველი კიევი. მას ჩვენი ჟამთაღმწერელი და სულიერი მწერლები სიყვარულით უწოდებდნენ „რუსეთის ქალაქების დედას“. სამიტროპოლიტო კათედრის ვლადიმირში, მერე კი კიევში გადატანის მიზეზი იყო XIII-XIV სუკუნეებში მონღოლთა ურდოების თავდასხმით   გამოწვეული ისტორიული რყევები და კიევის რუსეთის მოოხრება. მაგრამ ვლადიმირშიც და მოსკოვშიც რუსეთის ეკლესიის წინამძღვრებს ახსოვდათ თავისი ისტორიული კათედრა და მისი სახელწოდება ტიტულში შეინარჩუნეს.

ახსოვდა ამ ერთობის შესახებ და იწყნარებდა მას წმინდა კონსტანტინეპოლის ეკლესიაც, რომლის ურისდიქციაშიც იმ საუკუნეებში ჯერ კიდევ შედიოდა რუსეთის ეკლესია. ისტორიისთვის ცნობილია ფაქტები, როცა კონსტანტინეპოლელი პატრიარქები გამოდიონენ მემამულე მთავრების მცდელობების წინააღმდეგ, გაეყოთ კიევის მიტროპოლია, იცავდნენ და ამტკიცებდნენ მის საზღვრებს, როგორც განუყოფელი მთელის საზღვრებს, მიუხედავად პოლიტიკური საზღვრების შეცვლისა და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა. ჯერ კიდევ 1354 წ. წმინდა მღვდელთმთავარმა ფილოთეოსმა, კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა და ისიქასტების ცნობილმა მოძღვარმა, ქიროტონია აღასრულა წმინდა მღვდელთმთავარ ალექსი საკვირველთმოქმედზე და წარმოგზავნა ის მოსკოვში „კიევისა და სრულიად რუსეთის“ მიტროპოლიტის სტატუსით, რაც ასახულია შესაბამისი კრების საქმეებში. XIV ს. ბოლოს – XVს. დასაწყისში წმინდა მღვდელთმთავრები კვიპრიანე და ფოტიოსი ასევე ცხოვრობდნენ მოსკოვში, მაგრამ ძველებურად აერთიანებდნენ თავისი საწყისის ქვეშ კიევისა და მოსკოვის კათედრებს, – მიუხედავად რთული, ზოგჯერ საკმაოდ დაძაბული ხასიათის პოლიტიკური ურთიერთიერთობისა მოსკოვსა და ლიტვის სამთავროებს შორის.

რუსეთის ეკლესიის დროებითი გაყოფა XV-XVII საუკუნეებში გახდა ერთ-ერთი ფრიად სამწუხარო მოვლენა, დაკავშირებული კათოლიკებთან კონსტანტინეპოლის დაახლოებასთან ფლორენციის სამარცხვინო უნიით 1439 წელს, რასაც მალევე მოჰყვა კონსტანტინეპოლის დაცემა. კონსტანტინეპოლის ზეგავლენითა და rzecz pospolita-ს[1] მხარდაჭერით, მის ტერიტორიაზე იერარქია ასევე გადავიდა რომთან უნიაში. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებლობის მდგომარეობამ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეუქცეველი გაურესება დაიწყო, 1596 წ. ბრესტის უნიის შემდეგ კი მართლმადიდებლების წინააღმდეგ დასავლეთ-რუსულ მიწებში ნამდვილი დევნა აგორდა. მღვდელთმთავრებისა და სასულიერო პირების შევიწროება, ტაძრების მიტაცება და დაკეტვა, ძალადობისა და წამების მასიური შემთხვევები, შეჭირვება და უფლებების შელახვა მართლმადიდებლებისა – ყოველივე ამას დრამატულ, თვალსაჩინო ფორმით აღწერს ისტორიული წყაროები. თუმცა ოსმანეთის გაბატონების დროისთვის კონსტანტინეპოლელი პატრიარქები უკვე დაბრუნებული იყვნენ მართლმადიდებლობის წიაღში, მაგრამ მავიწროებელთაგან დასუსტებულთ და სახელმწიფოს მხარდაჭერას მოკლებულთ, მათ უკვე აღარ ჰქონდათ დევნისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი და არც თავისი ტანჯული სამწყსოსთვის მცირე და ბელა (თეთრ) რუსეთში მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ.

ახლა, ოთხასწლიანი გადასახედიდან, ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია მართლმადიდებელთა მთელი სიმძიმე rzecz pospolita-ს მიწებზე XVI ს-ს შუახანებისათვის. არცთუ ბევრი, მსუბუქმოაზროვნე გონებები საერთოდ მის უარყოფასაც ბედავენ: აქაოდა, შენარჩუნდა იერარქია, ტაძრები გაიხსნა, საიდუმლოებები აღესრულებოდა, კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან კონტაქტი არ შემწყდარა. მაგრამ კიევის სამიტროპოლიტოს მართლმადიდებლები იმ დროს სხვანაირად ხედავდნენ. ჩვენ მიერ გამოცემულ კრებულში შესულია იმ წლების მოწმობები, რომლებშიც შეუძლებელია არ გაიგონო იერარქების, სამღვდელოების, მონაზვნების, ერისკაცების ხმა. ეს არის ცოცხალი თვითმხილველების ხმა, რომელთა შესახებაც შეიძლება ითქვას სახარების სიტყვებით: „დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე“ (ლკ.19:40)

იმ საშინელ წლებში უნიამ გამალებით – სულ რამდენიმე ათწლეულში, გაუსაძლის და ღია ძალადობის პირობებში – შთანთქა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ისტორიულად მართლმადიდებლური მიწები. მართლმადიდებლობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ მარჯვენა სანაპიროზე, კიევის მიტროპოლია აიძულა, მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთების გზები ეძებნა – რუსეთის ეკლესიის სრული აღდგენა. ამ შეერთებამ, რომელიც 1686 წ. მოხდა, არათუ გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია სრული განადგურებისგან დასავლეთ-რუსულ მიწებში, არამედ ხელი შეუწყო ერთიანი რუსეთის ეკლესიის სულიერ, თეოლოგიურ და საგანმანათლებლო აყვავებას.

კიევის მიტროპოლიის მოსკოვის იურისდიქციაში გადაცემის აქტი 1686 წ. დამტკიცებული და დაბეჭდილი იქნა კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდალური გადაწყვეტილებით და დაუყოვნებლივ მიიღო მან ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება. ცხადია, თავად კონსტანტინეპოლის ეკლესიაში კიევის მიტროპოლიის რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში გადასვლის ფაქტი ეჭვქვეშ არსდროს დამდგარა. ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულება ოფიციალური დოკუმენტებისა და XVIII-XIX საუკუნების გამოცემებისა: ეპისკოპატის „სინტაგმატარიები“ („Синтагматарии“), სადაც კიევის მიტროპოლია მოხსენიებულია მოსკოვის საპატრიარქოს კათედრებს შორის; სხვადასხვა კანონიკური კრებული და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სხვა ოფიციალური გამოცემები, დაბოლოს, ოფიციალური მიმოწერა კონსტანტინეპოლის ეკლესიისა და რუსეთის ეკლესიას შორის. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს თანამედროვე მოწინავე ისტორიკოსების სასწავლო სახელმძღვანელოებშიც კი კიევის მიტროპოლია რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილად ირიცხებოდა. 

ჩვენ მიერ გამოცემული დოკუმენტების კორპუსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არც რუსი დიპლომატების მოლაპარაკებებზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან კიევის მიტროპოლიის გადაცემასთან დაკავშირებით, არც მარცხენა სანაპიროს მღვდელმთავრობასთან და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მიმოწერაში, არც თვით კონსატინტინეპოლის დოკუმენტებში, რომლებიც ამ გადაცემას ამტკიცებენ, არსად არაფერია ნათქვამი მისი გადაცემის თითქოსდა დროებით ან რაიმე ფორმით შეზღუდულ ხასიათზე.

მხოლოდ 2018 წელს, უკრაინაში თავისი უკანონო შეჭრის წინ, კონსტანტინეპოლმა განახორციელა 1686 წლის აქტის გადახედვის მცდელობა და გამოაცხადა, რომ თითქოს, დროებით, იმ დროისათვის უკიდურესად აუცილებელი ვითარებიდან გამომდინარე, გადაეცა მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტების ხელთადსხმის უფლებამოსილება. ამასთან, ფანარას მიერ წარმოდგენილი თანამედროვე ისტორიული არგუმენტები, სულ მცირე, გაურკვევლობას იწვევს. მოკლე ნარკვევის – „მსოფლიო საყდარი და უკრაინის ეკლესია. ლაპარაკობენ დოკუმენტები“, რომელიც გამოქვეყნებულია კონსტანტინეპოლის საიტზე – ანონიმი ავტორები კიევის მიტროპოლიის ისტორიას თხრობისას, უშვებენ რა მთელი რიგ უხეშ ქრონოლოგიურ და ფაქტობრივ შეცდომებს, მრავლისმეტყველ უთქმელობას ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით და მცდარ ინტერპრეტაციებს, მთლიანობაში წარმოაჩენენ, თუ რამდენად სუსტ მეცნიერულ-ისტორიულ ბაზაზე მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილება კონსტანტინეპოლის ეკლესიის მღვდელმთავრობამ.

უკრაინისა და უკრაინის ისტორიის სუსტ ცოდნას დემონსტრირებს, ასევე, კონსტანტინეპოლელი იერარქის სახელით გამოქვეყნებული მოხსენების ტექსტი უკრაინის ეკლესიის ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით და ფანარას წარმომადგენლების სხვა საჯარო გამოსვლები.

მაგრამ განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება მცდელობები, განმარტონ ტექსტი და ჟანრი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სამი სამართალდამდგენელი დოკუმენტისა კიევის მიტროპოლიის გადაცემასთან დაკავშირებით: პატრიარქ იოაკიმესა და გეტმანისადმი გაგზავნილი სინოდალური ოქმები, ასევე, განმარტებითი სიგელი პატრიარქ დიონისე IV-ისა მოსკოველი მეფეებისადმი. ამ დოკუმენტების ბერძნულ ტექსტს მე კარგად ვიცნობ. მცდელობები იმისა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე ფორმულირებასა და ტერმინში მოიძიონ ვითომდა იქ არსებული მინიშნებები ამ აქტის დროებითი ხასიათის შესახებ, ნებისმიერი არა ანგარიჟებული და კომპეტენტური ფილოლოგის ან საეკლესიო სამართლის ისტორიკოსის თვალთახედვით – ხელოვნურად გამოიყურება.

პირიქით, მოცემული ტექსტები მკაფიოდ გამოხატავს მოსკოვის პატრიარქის ეოაკიმეს უფლებას, დაადგინოს როგორ მან, ისე მისმა მემკვიდრეებმა კიევის მიტროპოლიტები, – არა რაიმე სირთულის შემთხვევაში, არამედ ყოველთვის, „როცა ეს მიტროპოლია დარჩება ჭეშმარიტი მღვდელთმთავრის გარეშე“, და მათში პირდაპირაა ნათქვამი: „დაე, კიევის მიტროპოლიტი დაემორჩილოს მოსკოვის უწმინდეს საპატრიარქო საყდარს, მისმა მღვდელთმთავრებმა კი უხუცესად და წინამძღვრად აღიარონ მოსკოვის პატრიარქი, რომელიც იმ დროისთვის იქნება, როგორც მისგან ხელთდასხმულებმა“ – ვადების მითითებისა ან ოქმის გადახედვის პირობების გარეშე.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გამოცემა ძლიერია თავისი კვლევითი ნაწილით. მასში გამოქვეყნებული ღრმა და დამოუკიდებელი კვლევები დიდი წვლილის შემტანია 1686 წ. რუსეთის ეკლესიის გაერთიანების ისტორიული მოვლენებისა და დოკუმენტების გაგების კონტექსტში. რამეთუ არ არის საკმარისი მხოლოდ არქივების პუბლიკაცია, როგორი ვრცელიც ის არ უნდა იყოს. ნამდვილი მეცნიერის შრომა მათი ისტორიული კონტექსტის ფრთხილ, ყურადღებიან და სამართლიან აღდგენას გულისხმობს. ამ წიგნის მომზადებაში მე ვხედავ ჩვენი მშობლიური მეცნიერების წარმატებას, და მიხარია მათთვის ამ წარმატების მილოცვა.

დღეს ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული თავისუფალი და ობიექტური მეცნიერულ-ისტორიული დისკუსიის წარმოების საშუალება, რომლისგანაც 2018 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ პირდაპირი და არა ორაზროვანი უარი თქვა. ჩვენ კმაყოფილებით ვაკვირდებით სამეცნიერო წრეებში ჩვენს გამოცემაზე გამოხმაურებებს და კრიტიკას, – რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათი აქვს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მსგავსი გამოცემა – თუნდაც ნაკლებ ფუნდამენტალური და წარმომადგენლობითი – მზადდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერით. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გამოცემამ ბიძგი მისცა უმნიშვნელოვანეს დისკუსიებს – რაც უნდა მიკერძოებული იყოს მასზე ჩვენი ოპონენტების რეაქცია – არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიის ისტორიისთვის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობისთვისაც. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მშობლიური მეცნიერებას ამ დისკუსიაში უკეთესი პოზიციები და უმეტესი პოტენციალი აქვს.

 



[1] Речь Посполитая - პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრება. ოფიციალური სახელწოდება: პოლონეთის გვირგვინისა და ლიტვის დიდი სამთავროს რესპუბლიკა (1569-1795 წწ.); სიტყვა პოლონურია, ლათინურის პირდაპირია თარგმანია და ნიშნავს Res Publika, ანუ – საზოგადოებრივი საგანი, საერთო საქმე.



გაზიარება:
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب