მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის
16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგის დარბაზში, ბიბლიური და საღვთისმეტყველო სინოდალური კომისიის კონფერენცია გაიხსნება თემაზე: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური მოძღვრების შუქზე“,
ფორუმის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ბიბლიური და საღვთისმეტყელო სინოდალური კომისია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, წმინდანთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სადისკუსიო მოედნის შექმნა საღვთისმეტყველო განხილვებისთვის ისეთ ეკლესიოლოგიურ (ეს ნიშნავს ეკლესიის ბუნებასთან და მოწყობასთან კავშირის ქონას) საკითხებზე, როგორიცაა პირველობა, კრებსითობა, ავტოკეფალიის ბოძების წესრიგი. მის მონაწილეებს შორის არიან: ბიბლიური და საღვთისმეტყველო სინოდალური კომისიის წევრები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სკოლების წარმომადგენლები, ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და კლირიკოსები, სტუმრები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.
კონფერენციას შესავალი სიტყვით გახსნის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე.
პლენარული მოხსენებით გამოვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.
წამოწეული თემის სხვადასხვა ასპექტი განხილული იქნება 16 და 17 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე გამოსვლებისას.
კონფერენციის ჩატარების დეტალების შესახებ იგეგმება მისი მონაწილეების მოხსენებათა კრებულის გამოცემა რუსულ ენაზე.
პრეზენტაციაზე მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია ხორციელდება 15 სექტემბრის 12:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: accredit@patriarchia.ru.
15 სექტემბერს, აკრედიტებულ ჟურნალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ PCR ტესტი (კონფერენციის გახსნაზე შესასვლელად, აუცილებელია თან იქონიოთ უარყოფითი ტესტის შედეგის საბუთი). აუცილებელია პირბადის ტარება და სანიტარული დისტანციის დაცვა.
მასმედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ კრებულის – „კიევის სამიტროპოლიტოს შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“ – პრეზენტაციას.
პრეზენტაცია გაიმართება 16 სექტემბერს ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგეის დარბაზში. ღონისძიების დასაწყისი – 17:00 საათზე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024