მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა აღმოსავლეთის ასურეთის …

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ახალარჩეული წინამძღვრის ინტრონიზაციაში მიიღო მონაწილეობა


2021 წლის 13 სექტემბერს, ანკავაში, ერაყის ქალაქ ერბილის ქრისტიანულ გარეუბანში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში, აღმოსავლეთ ასურეთის ეკლესიის ახლად არჩეული უწმინდესი კათოლიკოს-პატრიარქის მარ ავა III -ის ინტრონიზაციის წეს-განგება შედგა.

ახალი წინამძღვარი 8 სექტემბერს ერბილში (ქურთების ავტონომიური ოლქი, ერაყი) ასურეთის კათოლიკოს-პატრიარქების რეზიდენციაში სინოდის სპეციალურ სხდომაზე იქნა გამორჩეული. მისმა წინამორბედმა – უწმინდესმა კათოლიკოს-პატრიარქმა მარ გევარგის III-მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მარ ავა III-ის ინტრონიზაციის ზეიმთან დაკავშირებით, მოსკოვის საპატრიარქოს წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბეირუთის მეტოქის წინამძღვარი არქიმანდრიტი ფილიპე (ვასილცევი).

ინტრონიზაციის წეს-განგება აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ეპარქიალურმა მაღალიერარქებმა აღასრულეს.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ პაპის ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის საბჭოს   თავმჯდომარე, კარდინალი კურტ კოხი; წმინდა საყდრის წარმომადგენელი ერაყში, მთავარეპისკოპოსი მიტია ლესკოვარი; ახლო აღმოსავლეთის ეკლესიების წარმომადგენლები; ასევე ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი ნეჩირვან ბარზანი; ერაყის მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ერბილში აკრედიტებული დიპლომატები, მათ შორის ერბილში რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული ო. ვ. ლევინი.

ინტრონიზაციის წეს-განგების დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა მარა ავა III-მ დამსწრეებს საინტრონიზაციო სიტყვით მიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქის მარ ავა III-ის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს გზავნილი არქიმანდრიტმა ფილიპემ გააჟღერა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მარ ავა III მილოცვა მიიღო, ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონისგან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ვერცხლის გამშვენებული ჯვარი გადასცა.

ინტრონიზაციის წეს-განგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა მარ ავა III-მ, როგორც აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წინამძღვარმა პირველი ლიტურგია აღასრულა.

ღვთისმსახურების დასასრულს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ ასურეთის ეკლესიის ახლად არჩეული წინამძღვრის მარ ავა III-ის ინტრონიზაციას მიეძღვნა.


***

აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი მარ ავა (საერო სახელი - დავით (დევიდ) როიელი) დაიბადა 1975 წლის 4 ივლისს ჩიკაგოში, ასურელი ემიგრანტების ოჯახში.

1992 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მარ დინჰი IV მას დიაკვნად დაასხა ხელნი.

1997 წელს მომავალმა პატრიარქმა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჩიკაგოს ეგნატე ლოიოლას უნივერსიტეტში, 1999 წელს – თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მანდელინის წმინდა მარიამის უნივერსიტეტში (აშშ).

2001 წელს ის რომში პაპის აღმოსავლეთის ეკლესიების ინსტიტუტის ლიცენზიანტი გახდა; 2007 წელს იქვე დაიცვასადოქტორო დისერტაცია.

2006 წელს ხელთდასხმულ იქნა მღვდლად ქორეპისკოპოსის ხარისხით (რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დეკანოზის წოდებას შეესაბამება), ხოლო 2008 წელს არქიდიაკონის ხარისხში ამაღლდა (შეესაბამება პროტოპრესვიტერის წოდებას).

2008 წელს ხელნი დაასხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა კალიფორნიის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად.

2015 წლიდან ის იყო სინოდის მდივანი, ასევე აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ეკლესიათაშორისი ურთიერთობებისა და განათლების განვითარების კომისიის თავმჯდომარე, 2016 წლიდან – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის თანათავმჯდომარე.

რამდენჯერმე ეწვია რუსეთს, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ მარ დინჰი IV-ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ვიზიტის დროს (2014 წლის 26 მაისი – 9 ივნისი), ასევე, ორმხრივი დიალოგის კომისიის შეხვედრების დროს მოსკოვში (2016 წლის 18 მაისი – 20 მაისი) და სანკტ-პეტერბურგში (2018 წლის 23 – 27

ოქტომბერი).

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب