
მოსკოვის საპატრიარქო
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი: „მეუ“-ს გამო შეიძლება1054 წლის დიდი განხეთქილება განმეორდეს

ფანარის მიერ შექმნილი „მეუ“-ს აღიარების საკითხი შეიძლება ადგილობრივი ეკლესიების განხეთქილების საბაბი გახდეს, 1054 წლის მოვლენების მსგავსი, როდესაც რომაული ეკლესია გამოეყო აღმოსავლეთისას, – აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ ზაპოროჟიეს ეპარქიის გაზეთისათვის – „მართლმადიდებლური ქრონიკა“ („Летопись Православия “) მიცემულ ინტერვიუში.
„მეუ“–ს შემდგომ აღიარებას შედეგები ექნება არა მხოლოდ უკრაინისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობის დონეზე, – მიიჩნევს მეუფე ანტონი.
„სამწუხაროდ, 1054 წლის მოვლენები შეიძლება განმეორდეს,” – თქვა მან. –ბარიკადების ერთ მხარეს მართლმადიდებლობის ერთგული ეკლესიები დარჩებიან, მეორე მხარეს კი ის სტრუქტურები, რომლებიც დათანხმდებიან, გახდნენ, მსოფლიო მართლმადიდებლობის სიმულიაკრის ნაწილი“.
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის ყალბი ასლი აშენებული იქნება არა საეკლესიო საფუძველზე, არამედ საერო პრინციპებზე. „ლაპარაკია რაღაც ახალ სისტემაზე, სადაც ცენტრში იქნება არა ღმერთი, კანონი და კრებსითობა, არამედ ამბიციები, დირექტივები და მმართველობის პაპისტური ფორმატი“, – აღნიშნა იერარქმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025