
მოსკოვის საპატრიარქო
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური უმე-ს დელეგაციას შეხვდა
















2021 წლის 6 სექტემბერს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ტირანას ეწვია, სადაც შეხვდნენ ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარესს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს.
ალბანეთის ეკლესიის წინამძღვართან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უმე-ს საქმეთა მმართველმა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ, ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტმა სერგიმ; უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მეთაურის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა; პოჩაევის ლავრის სულიწმიდის სკიტის მკვიდრმა არქიმანდრიტმა გერმოგენემ (მელნიკი), უმე-ს სსკგ-ს თანამშრომელმა მღვდელმა ბასილ პრიცმა.
მთავარეპისკოპოს ანასტასიოსთან ერთად, უმე-ს დელეგაციას მიესალმა ელბასანის მიტროპოლიტი ანტონი, ამანტიის მიტროპოლიტი ნათანაელი და ვილიდის ეპისკოპოსი ასტი.
შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა ანტონიმ უნეტარეს ანასტასიოსს მისი წიგნის – „მისია ქრისტეს კვალდაკვალ“ თარგმანი გადასცა, რომელიც წელს კიევის სასულიერო აკადემიის ძალისხმევით გაკეთდა.
შეხვედრის მონაწილეებმა საეკლესიო ცხოვრების აქტუალური თემები განიხილეს. უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, ეს იყო ძმური საუბარი, რომელიც თბილ ატმოსფეროში წარიმართა.
უმე-ს დელეგაციამ ტირანას ქრისტეს აღდგომის საკათედრო და ქრისტეს შობის სახელობის ტაძრები მოილოცა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტის მასალების მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025