მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავღანეთში დარჩენილი ქრისტიანების ბედზე ღელავენ
ავღანეთში, სადაც ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ ხელისუფლებაში თალიბანის მოძრაობა მოვიდა (რუსეთის ფედერაციაში აკრძალული), სიტუაციის განვითარების პერსპექტივების გამო, მღელვარება გამოხატა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ამ თემაზე საუბრისას, პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ – წამყვანის, ე. გრაჩევას თხოვნით, მწყემსმთავარმა გაიხსენა, რომ ავღანეთში უცხოელი სამხედროების ყოფნის ეპოპეა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა.
1979 წლიდან 1989 წლამდე ქვეყანაში იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების ე. წ. შეზღუდული კონტიგენტი, რომლის რიცხვი სხვადასხვა დროს 81-დან 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. „მაშინ საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ავღანეთის ხელმძღვანელობას ზუსტად იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ტერორისტები არ მოსულიყვნენ. მაშინდელი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ, საბჭოთა ჯარების კონტინგენტის წინააღმდეგ, მოქმედებდნენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც მხარდაჭერილები იყვნენ ამერიკელების მიერ, – კონსტანტირება მოახდინა მწყემსმთავარმა. – მას შემდეგ, რაც მ. ს. გორბაჩოვის დროს კონტინგენტი ავღანეთიდან გაიყვანეს, იქ სამოქალაქო ომი განახლდა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში რამდენიმე წლით თალიბები მოვიდნენ. მაშინ უკვე ავღანეთში ამერიკელები შევიდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ იმ რეჟიმს, რომელიც ეყრდნობოდა ამერიკელი სამხედროების იქ ყოფნას. ახლა კი, როგორც კი ამერიკელებმა ჯარები გაიყვანეს, თალიბები ხელისუფლებას ისევ დაუბრუნდნენ. მეუფე ილარიონმა აღნიშნა, რომ ავღანეთის მიწაზე შექმნილი ვითარება, რომელიც მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, არ შეიძლება არ აღელვებდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ არცთუ ბევრი ქრისტიანის ბედით, რომლებიც ავღანეთში კვლავ რჩებიან,“ – აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ. მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შექმნილ სიტუაციაში ამ ადამიანების სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვება იქნებოდა.
განგაშის მრავალი მიზეზი არსებობს, – განაგრძო იერარქმა: „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია სასაზღვრო ქვეყნებში, და რომ ტერორიზმი შესაძლოა ექსპორტირებული იქნეს ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც“. მისი აზრით, უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ძალიან მყარი სისტემა, რომლითაც მოცული იქნება, მათ შორის, ავღანეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები.
ამასთან, სსკგ–ს თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებმაც თავიანთ საქმიანობაში უარი თქვეს ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე და პოლიტიკურ პარტიებად გარდაიქმნენ. „ამიტომ მსურს, ვიმედოვნო, რომ ისინი, ვინც ახლა ავღანეთში ხელისუფლების სათავეში დგანან, უარს იტყვიან ძალაუფლებისათვის ბრძოლის იმ მეთოდებზე, რომლებსაც ისინი წარსულში მიმართავდნენ. ჩვენ ვლოცულობთ, რათა მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, ავღანეთშიც და მის მოსაზღვრე ქვეყნებშიც მყარმა მშვიდობა დაისადგუროს“ – შეაჯამა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024