მოსკოვის საპატრიარქო
უნგრეთში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
2021 წლის 4 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი სამუშაო ვიზიტით უნგრეთს ეწვია.
ბუდაპეშტის აეროპორტში მეუფე ილარიონს დახვდნენ რუსეთის ელჩი უნგრეთში ე. ა. სტანისლავოვი და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის კლირიკოსი მღვდელი სვიატოსლავ ბულახი.
5 სექტემბერს, სსკგ–ს თავმჯდომარე საღმრთო ლიტურგიაზე ლოცულობდა ქალაქ სენტენდრეს – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდიმის ეპარქიის საკათედრო ტაძარში.
იმავე დღეს მიტროპოლიტი ილარიონი დაესწრო საერთაშორისო ევქარისტიული კონგრესის გახსნას – ღონისძიებას, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ იმართება ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
ღონისძიებების მინდვრებზე სსკგ-ს თავმჯდომარეს შეხვედრები ჰქონდა უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადართან, ესტერგომ-ბუდაპეშტის მთავარეპისკოპოს კარდინალ პეეტერ ერდიოსთან, ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციის მეთაურთან კარდინალ ანჯელო ბანიასკოსთან, უნგრეთის ხელისუფლების ვიცე-პრემიერთან ჟოლტ შემენთან, უნგრეთის რელიგიური საქმეების, ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ურთიერთდამოკიდებულებების სახელმწიფო მდივანთან მიკლოშ შოლტესთან.
იმავე დღის საღამოს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მოილოცა მოსკოვის საპატრიარქოს უნგრეთის ეპარქიის მიძინების საკათედრო ტაძარი, სადაც მღვდელმა სვიატოსლავ ბულახმა საკათედრო ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობა გააცნო.
სსკგ-ს თავმჯდომარის უნგრეთში ვიზიტის პროგრამაშია – საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესზე მოხსენებით გამოსვლა ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგების შესახებ, შეხვედრები ეკლესიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024