
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა



2021 წლის 3 სექტემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში კოპტური საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი დოქტორი ანტონ მილადი მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი).
დოქტორი ა. მილადი რუსეთში კოპტური ეკლესიის მონასტრების წინამძღვრებისა და მონასტრის წევრთა დელეგაციის შემადგენლობაში 23 აგვისტოს ჩამოვიდა.
კოპტურ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიალოგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დოქტორ ა. მილადს დიდებისა და ღირსების ორდენი (II ხარისხი) მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქო რეზიდენციის რუსეთის მიწაზე გაბრწინებული ყოველთა წმიდათა სახელობის კარის ეკლესიაში გაიმართა.
ჯილდოს გადაცემისას, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დოქტორ ა. მილადს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კოპტურ საპატრიარქოს შორის დიალოგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გულთბილი მადლობა გადაუხადა. „კოპტური ეკლესია ჩვენთან ძალიან ახლოს არის სულიერად, ასკეტური ტრადიციით, ჩვენ მას რუსეთის ეკლესიის მეგობრად და მოკავშირედ ვთვლით, რადგან ჩვენ ვიცავთ საერთო პრინციპებსა და შეხედულებებს საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციების დონეზე,“ – აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებით აღნიშნა კოპტური საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც უკრაინაში საეკლესიო განხეთქილებისა და მსოფლიო მართლმადიდებლობაში მასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენების დაძლევაში მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძალისხევას.
დოქტორმა ა. მილადმა მადლიერება გამოხატა მაღალი ჯილდოსთვის, მის უწმინდესობას მადლობა გადასცა პატრიარქ თავადროს II-ის სახელით ეგვიპტელი ქრისტიანებისთვის გაწეული დახმარებისა და ასევე კოპტი მონაზვნებისთვის რუსული მართლმადიდებლობის სულიერი ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობის მიცემისათვის.
„კოპტურ ეკლესიას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეგვიპტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის საერთაშორისო დონეზეც. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ თქვენ ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები ხართ, დაე ინებოს ღმერთმა, რომ ეს თანამოაზრეობა შემდგომშიც გაძლიერდეს ჩვენი ეკლესიებისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ბრძანა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025