
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე შეხვდა მოციქულებრივ ნუნციას რუსეთში
2021 წლის 1 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში შეხვედრა შედგა სსკგ-ს თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონსა და რუსეთის ფედერაციაში მოციქულებრივ ნუნცია მთავარეპიკოპოს ჯოვანი დანელოს შორის.
საუბრის მსვლელობისას განიხილეს სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ერთობლივი პროექტების შესრულების მიმდინარეობა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთმოქმედების მაღალი დონის შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოს ორი უდიდესი ქრისტიანული ეკლესიის კარიტატული მსახურების განვითარებასთან დაკავშირებით COVID-19 პანდემიის კონტექსტში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024