
მოსკოვის საპატრიარქო
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამრევლო მალაიზიის დედაქალაქში შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა




სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპატრიარქოს საეგზარქოსოს ფილიპინებისა და ვიეტნამის, ტაილანდისა და სინგაპურის ეპარქიების მართლმადიდებელი სამრევლოები კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე შეძლებისამებრ ეხმარებიან შეჭირვებულ ოჯახებსა და მარტოხელა ადამიანებს. იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მორწმუნეებს ქალაქში გადაადგილების საშუალებას აძლევს, მრევლი ცდილობს ერთობლივად შეიძინოს პროდუქტები, პირადი დამცავი საშუალებები, პირადი ჰიგიენა და სისტემატურად მიაწოდოს დახმარების მსაჭიროებლებს.
2021 წლის 25 აგვისტოს კუალა-ლუმპურის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის კლირიკოსმა მღვდელმა სერაფიმე ჩოიმ და მონაზონმა სერგიამ (იდრისოვა) პირველად მოინახულეს დანკა კოტას უბანი, სადაც სტაბილური სამუშაოს არმქონე ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიიღეს სამრევლოს მიერ შეგროვებული პროდუქტების კრებული, რომელშიც შედიოდა ბრინჯი, ფქვილი, შაქარი, ზეთი და სარდინის კონსერვები. კეთილ წამოწყებას შეურთდნენ კუალა-ლუმპურში არსებული რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები – მათი ხელშეწყობით თითოეული პროდუქტის კრებულს პირადი დამცავი საშუალებათა კომპლექსი დაემატა.
სულ დახმარება მიიღო ოცმა განსაკუთრებით გაჭირვებულმა ოჯახმა. დახმარების მისაღებად მოსულთა შორის იყო ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც მართლმადიდებელ ქველმოქმედებს რუსულ ენაზე ეუბნებოდა „Большое спасибо!“ (დიდი მადლობა). გარდა ამისა, როცა მონაზონმა სერგიამ (იდრისოვა) რვა ბავშვიანი ოჯახის შესახებ შეიტყო, რომელთა ორივე მშობელი საავადმყოფოში გადაეყვანათ COVID-19-სგან განსაკურნად, ბავშვებს გასამხნევებლად ტრადიციული რუსული სამასპინძლო – ტკბილი ფუნთუშები გამოუცხო.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს სოციალური ქსელის – „В контакте“ – ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025