
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უზბეკეთის პრეზიდენტ შ. მ. მირზიიოევს უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, უმაღლესი მუფთის უსმონხონ ალიმოვის გარდაცვალება მიუსამძიმრა
მის აღმატებულებას შავკათ მირომონოვის ძე მირზიიოევს,
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს
თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო შავკათ მირომონოვის ძევ!
დამწუხრებული ვარ ცნობით უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, უმაღლესი მუფთის უსმონხონ ალიმოვის გარდაცვალების შესახებ.
განსვენებული დიდი ხნის განმავლობაში შრომობდა თავისი ქვეყნის სასიკეთოდ, რესპუბლიკის მოქალაქეებში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა.
მე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მას ოთხი წლის წინ ტაშკენტში ვიზიტის დროს. უსმონხონ ალიმოვი მხარს უჭერდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეთილ ურთიერთობას, რომელიც აგერ უკვე 150 წელი აღასრულებს თავის მსახურებას უზბეკეთში. იყო რა განათლებული და ბრძენი ადამიანი, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ დღეს.
დაე უფალმა განამტკიცოს მისი გარდაცვალების გამო ყველა მგლოვიარე, მიანიჭოს სულიერი სიმშვიდე და ნუგეში.
თანაგრძნობით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025