
მოსკოვის საპატრიარქო
კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი ჟენევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს ეწვია


2021 წლის 22 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებათა სამმართველოს ხელმძღვანელმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონიმ, შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ჩასულმა, ჟენევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის სტავროპიგიალურ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა.
იერარქს თანამსახურებას უწევდნენ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ გუნდიაევი და კიევო-პეჩერის ლავრის ბინადარი მღვდელმონაზონი პეტრე (ციურა).
მრჩობლი კვერექსის შემდეგ მწყემსმთავარმა ლოცვა აღავლინა მოარული სენის შეწყვეტისთვის.
ლიტურგიის დასრულებისას წარმოთქმულ სიტყვაში მიტროპოლიტმა ანტონიმ წინამძღვარსა და მრევლს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევა გადასცა. მან ასევე წარმოთქვა ქადაგება საკვირაო სახარების საკითხავის თემაზე.
ჩაის დალევისას მეუფე ანტონი გაესაუბრა მრევლს, – იტყობინება კორსუნის ეპარქიის საიტი.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025