
მოსკოვის საპატრიარქო
სვიატოგორსკის ლავრამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფილმები და ფოტოები, რომელიც ეძღვნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოგზაურობას ეგვიპტის სიწმინდეების მოსალოცად
სვიატოგორსკის მიძინების სახელობის ლავრის ინტერნეტ-რესურსებში გამოქვეყნდა 10 დოკუმენტური ფილმი და 9 სტატია, 962 სურათით დაილუსტრირებული, რომლებიც ეძღვნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოგზაურობას ეგვიპტის სიწმინდეების მოსალოცად.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იღუმენებისა და მონასტრების წევრთა დელეგაციის ვიზიტი ეგვიპტეში 2021 წლის 25 მარტიდან – 1 აპრილამდე მიმდინარეობდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესა და კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, და კოპტების პატრიარქის უწმინდესი თავადროს II მიწვევით.
მოგზაურობის დეტალების შესახებ სვიატოგორსკის ლავრის საიტზე გამოქვეყნებულია „მოგზაურობის დღიურები“ (https://svlavra.church.ua/tag/egipet-2021/). პუბლიკაცია მომზადებულია სვიატოგორსკის ლავრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების მიერ. შემეცნებითი ციკლის ფილმებსა და სტატიებში ავტორები გვაცნობენ მონაზვნობის წარმოშობის ისტორიას, ძველი ეგვიპტელი მოღვაწეებისა და თანამედროვე ეგვიპტელი ქრისტიანების ცხოვრებას.
სვიატოგორსკის ლავრის პრესს-სამსახური/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025