მოსკოვის საპატრიარქო
კუნძულ ბალზე წმინდა სერგის სახელობის სამრევლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი მოინახულა
2021 წლის 17 აგვისტოს იღუმენმა პავლემ (ხოხლოვი) წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძრის სამრევლოსთან ერთად კუნძულ ბალზე (ინდონეზია) საყრდენ-მამოძრავებელი სისიტემის დაავადების მქონე ბავშვთა სახლი მოინახულა.
სამრევლო ბავშვებთან სტუმრად ყოველ სამშაბათს დადის, როცა ამის უფლებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა.
ამ ჯერზე სამრევლომ ბავშვთა სახლის თანამშრომლებსა და აღსაზრდელებს ინდონეზიის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და გემრიელი სანოვაგე მიართვა. ბავშვებმა ტრადიციული ინდონეზიური სიმღერები შეასრულეს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს სოციალური ქსელის – „В контакте“ – ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024