
მოსკოვის საპატრიარქო
საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს იერარქები ინდონეზიელ და ფილიპინელ სემინარიელებს შეხვდნენ



2021 წლის 19 აგვისტოს სურგუთში წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ სამღვდელთმთავრო რეზიდენციაში, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ-აზიის მიტროპოლიტ სერგის შეხვედრა შედგა ინდონეზიელ და ფილიპინელ სემინარიელებთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მანილასა და ჰანოის მიტროპოლიტი პავლე და კორეის მთავარეპისკოპოსი თეოფანე.
იერარქებმა სემინარიელებს სასაგზლო სიტყვებით მიმართეს და უსურვეს ღვთის შეწევნა სწავლის საპასუხისმგებლო საქმეში, შემდგომში ქრისტეს ეკლესიის მსახურებისთვის. შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა სერგიმ მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევით დაულოცა ყველა მოსწავლეს მომავალი სასწავლო წელი.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
ფილიპინებისა და ვიეტნამის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025