მოსკოვის საპატრიარქო
კესონის (ფილიპინები) გაჭირვებული მოსახლეობა რუსული ეკლესიისგან დახმარებას იღებს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფილიპინ-ვიეტნამის ეპარქიის საქველმოქმედო და სოციალური მსახურების განყოფილება რეგულარულად უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას პროვინცია კესონის გაჭირვებულ ოჯახებს, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილასაგან 130 კილომეტრითაა დაშორებული.
დახმარებას იღებს ათეულობით ოჯახი – მოხუცები, ქალები და ბავშვები. განყოფილების მოხალისეები (ვოლონტიორები) ასევე უმზადებენ მათ გემრიელ ფაფას და სხვა საჭმელებს.
ტრაპეზის შემდეგ ტარდება საგანმანათლებლო საუბრები მათთვის, ვინც წმინდა ნათლისღებისთვის ემზადება. როგორც ეპარქიის საიტი იტყობინება, მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაინტერესებულია მართლმადიდებლური სარწმუნოებით იმ მოვლენის შემდეგ, როცა ერთ-ერთი მათგანი ნათლისღების შემდეგ სასწაულებრივად განიკურნა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024