მოსკოვის საპატრიარქო
პუერტო რიკოს სან-ხერმანეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობის ადგილას ჯვარი იკურთხა
2021 წლის 6 აგვისტოს საღამოს კუნძულ პუერტო რიკოზე ჩავიდა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის აღმოსავლეთ-ამერიკის ვიკარიუსი მანჰეტენის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. მაღალიერარქი ქალაქ სან-ხერმანეს ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სახელობის მისიის წინამძღვარს დეკანოზ გრიგოლ ჯუსტინიანოს შეხვდა.
მეუფე ნიკოლოზმა კუნძულზე რუსული საღვარგარეთული სიწმინდე – კურსკ-კორენის ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანა. აღმოსავლეთ-ამერიკის ეპარქიის ვიკარიუსს მოგზაურობაში თანახლდნენ ესპანურენოვანი მისიის ბლაღოჩინი დეკანოზი პეტრე ჯეკსონი და „ახალი-დივეევოს“ (ნანუეტი, ნიუ-იორკის შტატი) მიძინების სახელობის დედათა მონასტრის კლირიკოსი პროტოდიაკონი სერგი არლიევსკი.
8 აგვისტოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა საღვთო ლიტურგია აღასრულა ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სახელობის მისიის სამლოცველოში. მაღალიერარქს თანამსახურებდნენ დეკანოზი გრიგოლ ჯუსტინიანო, დეკანოზი პეტრე ჯეკსონი, პროტოდიაკონი სერგი არლიევსკი და დიაკონი სერაფიმე ჯუსტინიანო.
ტაძარში ლოცულობდა ანტიოქიის საპატრიარქოს კლირიკოსი, პუერტო რიკოში მსახური, დეკანოზი გიორგი ელდარი. საღვთისმსახურო საგალობლები სამრევლოს მგალობელთა გუნდმა შეასრულა მისიის კლირიკოსის იეროდიაკონი დანიელის (ჯუსტინიანო) რეგენტობით. საღვთო ლიტურგია ესპანურ, ინგლისურ და საეკლესიო სლავურ ენებზე შესრულდა.
მსახურების დასრულების შემდეგ ლიტანიობა მოეწყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრისკენ. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძრის მშენებლობის ადგილზე მრევლის მიერ დამზადებული ჯვარი აკურთხა.
შემდეგ სამრევლოს ტერიტორიაზე სადღესასწაულო მიღება მოეწყო ტრადიციული პუერტორიკოული სამზარეულოს კერძებით. სამრევლოს მიერ დაქირავებულმა ინჟინერმა და არქიტექტორმა მომავალი ტაძრის პროექტირების სხვადასხვა ეტაპები წარადგინეს.
დეკანოზმა გრიგოლ ჯუსტიანიანომ ისაუბრა მისიის ისტორიაზე, ასევე მომავლის გეგმებზე, კერძოდ, აღნიშნა: „პირველი საღვთო ლიტურგია, პუერტო-რიკოში, ქალაქ სან-ხერმანეში 2009 წლის 9 აგვისტოს კვირა დღეს ჩატარდა. ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სახელობის მართლმადიდებელი მისია აპირებს, რომ თავისი მისიონერული მსახურება არა მხოლოდ ამ ერთ ქალაქში აღასრულოს, არამედ, ღვთის შეწევნით, მთელს კუნძულზე“.
„ასეთი მაშტაბის სამუშაოს აუცილებლად დასჭირდება საშინაო ბაზა, რომელიც, თუ მყარ ფუნდამენტზე იქნება აგებული, უზრუნველყოფს მისიონერული საქმიანობის მიმდევრობასა და სიმწიფეს. ღირსი იოანე კიბისაღმწერელის სახელობის მართლმადიდებელი მისია – ეს ჩვენი საშინაო ბაზაა, სადაც ვიმედოვნებთ მოვამზადოთ მთარგმნელები, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელები, კატეხიზატორები და ადგილობრივი სასულიერო პირები, რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ღვთისმეტყველება და საეკლესიო ტრადიციები. ამ მიზნით, ახალი ტაძარი, რომლის აშენებასაც ვესწრაფვით, მიეძღვნება ჩვენს ქალბატონს დედა ღვთისმშობელს, მისი ხარების დღესასწაულს. მისიის ახლანდელი სამლოცველო – ეს არც თუ დიდი ზომის შენობაა, რომელიც ძალიან კარგად გვემსახურება 12 წლის განმავლობაში, მაგრამ ყოველ კვირას ჩვენთვის ხდება უფრო პატარა. ახალი ტაძარი იქნება პუერტო-რიკოში აგებული პირველი მართლმადიდებლური ტაძარი,“, – დასძინა მამა გრიგოლმა.
9 აგვისტოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა და მისმა თანმხლებმა პირებმა კურსკ-კორენის ღვთისმშობლის ხატი უკან, ნიუ-იორკში გადააბრძანეს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
აღმოსავლეთ-ამერიკის ეპარქიის საიტის მასალების მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024