მოსკოვის საპატრიარქო
საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავი მიულოცა.
მის უნეტარესობას, უნეტარეს ონოფრეს,
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს
თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო მეუფევ!
გულითადად მოგილოცავთ კიევის უძველესი სამიტროპოლიტო კათედრაზე ასვლის კიდევ ერთ წლისთავს.
შვიდი წელი გავიდა, რაც სული წმიდის ჯერ-ჩინებითა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების გამორჩევით მოწოდებულ იქენით წინამძღვრული მსახურებისთვის, რომელიც უკავშირდება არამარტივ შრომასა და თქვენი მამობრივი მზრუნველობისადმი რწმუნებულ მილიონობით ქრისტიანის ბედზე უდიდეს პასუხისმგებლობას.
მთელი ეს წლები თქვენ, ღვთის ძალით, მუსრავთ დემონების უსუსურ თავხედობებს, ეკლესიის ერთობისათვის ძირის გამომთხრელ მიზანიმართულ მოქმედებებს, ახოვნად ეწინააღმდეგებით სხვადასხვაგვარი მცდელობებით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული კანონიკური წყობის შეცვლას, დაუღლელად ზრუნავთ ეპარქიალური და სამრევლო ცხოვრების განვითარებისთვის, მოუწოდებთ ხალხს სახარებისეული მცნებების მიმდევრობას.
ვიზიარებ თქვენთან და მთელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსესთან ერთად ამ ზეიმის სიხარულს, მინდა ლოცვით გისურვოთ ძალების სიმტკიცე და მოუკლებელი ზეციური შეწევნა და უაღრესი წარმატება შემდგომ მსახურებაში, რომელსაც გულმოდგინედ ასრულებთ ღვთის სადიდებლად და სულიერი შვილების სასარგებლოდ, რომლებიც ხსნას ეძებენ.
უფალი გწყალობდეთ და გფარავდეთ კეთილჯანმრთელად მრავალი წელი.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024