
მოსკოვის საპატრიარქო
ტაილანდის ეპარქიის მდივანი რუსეთში ტაილანდის ელჩს შეხვდა


2021 წლის 13 აგვისტოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპატრიარქო ეგზარქოსის სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტის სერგის ლოცვა-კურთხევით, მისი დროებითი მმართველობის ქვეშ მყოფი ტაილანდის ეპარქიის მდივანი არქიმანდრიტი ოლეგი (ჩერეპანინი) რუსეთის ფედერაციაში ტაილანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სასივატო ვონგსინსავატოს შეხვდა.
შეხვედრის მსვლელობისას, რომელიც მოსკოვში ტაილანდის საელჩოს შენობაში შედგა, განხილულ იქნა რუსეთ-ტაილანდის ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრე. არქიმანდრიტმა ოლეგიმ ელჩს გააცნო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაილანდის ეპარქიის საქმიანობა და ისაუბრა სიძნელეებზე, რომელიც წარმოიშვა კორონავირუსის პანდემიის შედეგად.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციაში ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლებმა.
არქიმანდრიტმა ოლეგიმ თანამოსაუბრეს სამახსოვრო საჩუქრდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის „ტაილანდის“ სახელობის ხატი გადასცა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
ტაილანდის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025