მთავარი გვერდი ახალი ამბები
კსდრ-ს დედაქალაქ ფხენიანში ცხოველმყოფელი სამების სახელო…

კსდრ-ს დედაქალაქ ფხენიანში ცხოველმყოფელი სამების სახელობის ტაძრის კურთხევის მეთხუთმეტე წლისთავი აღინიშნა


2021 წლის 13 აგვისტოს ფხენიანის ცხოველმყოფელი სამების სახელობის ტაძარში ტაძრის კურთხევის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღესრულა.

ღვთისმსახურების შემდეგ მღვდელმა ვლადიმერ ჩანმა საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ეგზარქოსის, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ-აზიის მიტროპოლიტ სერგისა და კორეის მთავარეპისკოპოს თეოფანეს მისალმება გააჟღერა, რომლის ადრესატები იყვნენ კსდრ-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) მორწმუნეთა საბჭოს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე კან ჩჟი იონი და მართლმადიდებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ იუ იონ ნიონი, კლირიკოსები და სამების სახელობის ტაძრის მრევლი.

საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ეგზარქოსმა აღნიშნა, რომ ეს დიდებული ტაძარი რუსულ-კორეული მეგობრობის ხილულ სიმბოლოს წარმოადგენს. მთავარეპისკოპოსმა თეოფანემ ლოცვით უსურვა მართლმადიდებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ იუს, კლირიკოსებსა და სამების სახელობის ტაძრის მრევლს გააგრძელონ გულმოდგინებით და ღვთისმოსავი მოშურნეობით საკუთარი რწმენისებრ ქრისტეს ეკლესიის სასიკეთოდ მსახურება.

თავის მხრივ, კსდრ-ის მართლმადიდებელი კომიტეტის თავმჯომარემ ვიქტორ იუმ, მადლიერება გამოხატა თბილი მისალოცი სიტყვებისთვის და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ტაძარი დედაქალაქის რაიონ ჩონბეკში – შეუფასებელი საჩუქარია კსდრ-ის სახელმწიფოს ხელისუფლებისგან ფხენიანში მცხოვრები რუსი მართლმადადებელი ქრისტიანებისთვის. ტაძარი გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანების სულიერი ცხოვრების ცენტრი, რაც განაპირობებს რუსი და კორეელი ხალხის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

კსდრ-ში რუსეთის ელჩმა ა. ი. მაცეგორამ შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა მოგონებები ტაძრის შექმნის ისტორის შესახებ, განსაკუთრებულად აღნიშნა რუსი გმირის, ფხენიანში რუსეთის ყოფილი ელჩის ა. გ. კარლოვის დამსახურება. ბევრწილად სწორედ მისი ღვაწლით დაბრუნდა კვლავ კორეის მიწაზე მართლმადიდებლური სარწმუნოება.

***

2006 წლის 13 აგვისტოს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ (ამჟამად – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი) ფხენიანში ცხოვლემყოფელი სამების საპატივცემულოდ აგებული ტაძრის კურთხევა აღასრულა.

2011 წელს სამების სახელობის ტაძრის კურთხევის ხუთი წლისთავის ზეიმი ეგორევსკის მთავარეპისკოპოს მარკოზის მეთაურობით ჩატარდა.

2016 წლის აგვისტოში ბოგოროდსკის ეპისკოპოსი ანტონი ეწვია კსდრ-ს, სადაც მონაწილეობა მიიღო ტაძრის კურთხევის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

2021 ეპიდემიოლოგიურმა შეზღუდვებმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ფხენიანში დელეგაციის გაგზავნის საშუალება არ მისცა. ტაძრის კურთხევის 15 წლისთავი აღინიშნა საღვთო ლიტურგიით, რომელიც კორეის კლირიკოსებმა აღასრულეს.

ცხოველმყოფელი სამების სახელობის ტაძარი კსდრ-ს დედაქალაქის ერთ-ერთ მშვენებას წარმოადგენს. კსდრ-ს მორწმუნეთა საბჭოსა და მართლმადიდებლური კომიტეტის ხელმძღვანელობის, სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურებისა და მშრომელების, კსდრ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომლების ღვაწლით ტაძარი მრავალი ადამიანისთვის მიმზიდველ ადგილად და რუსი და ჩრდილოეთ კორეელი მოძმე ერების სულიერი კავშირების განმტკიცების ხილულ მოწმობად იქცა.

Патриархия.ru/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب