
მოსკოვის საპატრიარქო
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: პატრიარქ ბართლომეოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ძალადობა ერთხელაც არ დაუგმია
პატრიარქ ბართლომეოს საჯაროდ არასდროს დაუგმია ძალადობის აქტები, ცილისწამება და ბოროტება, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისკენ „მეუ“-ს წარმომადგენელთა მხრიდან, – განაცხადა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა გამოცემა news-politics.com-თან ინტერვიუში.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი ასე უბრალოდ არ გამოდიან უკრაინაში პატრიარქი ბართლომეოსის ჩამოსვლის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს ვიზიტი მილიონობით მართლმადიდებელ უკრაინელს მოუტანს ვნებას, – აღნიშნა იერარქმა.
„უკვე არაერთხელ გამოითქვა საფრთხის საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ მოხდება პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და იმ კურსთან დაბრუნება, რომელიც ეჭირა ქვეყნის წინა ხელისუფლებას 2019 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ ტაძრების მიტაცება გახშირდება და ე. ი. ძალადობაც მოიმატებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით“.
ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამობრძანება რადიკალური ნაციონალური ძალების მიერ აღქმული იქნება როგორც მოქმედებისკენ მოწოდება; „და თუ ის ლაპარაკობს ყველა უკრაინელის სიყვარულზე, მაშინ მან ამ ვიზიტისგან თავი უნდა შეიკავოს“ – აღნიშნა მეუფემ.
„მეორე მხრივ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურს, [...] შეეძლო, საჯაროდ დაეგმო ძალადობის აქტები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით, მოეწოდებინა თავისი სულიერი შვილებისთვის „მეუ“-დან, შეეწყვიტათ ტაძრების მიტაცების ბილწი პრაქტიკა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების გვემა. მას შეეძლო, შეეჩერებინა შეურაცხყოფების, ცილისწამებებისა და ღვარძლის მიზანმიმართული ნაკადი, რომელიც მიმართულია ჩვენს ეკლესიაზე. თუმცა მას ეს ერთხელაც არ გაუკეთებია“, – კონსტატირება მოახდინა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
ამიტომ, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა აღნიშნა, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლამ უკრაინაში, შეუძლებელია მოწონებას გამოიწვიოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით მორწმუნის მხრიდან.
„და მაინც, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაური, ყურადღებით შეისწავლის რა რეალურ და არა ვირტუალურ სიტუაციას უკრაინაში, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, რათა არ გაამწვავოს არსებული პრობლემები ჩვენი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში“ – შეაჯამა ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025