
მოსკოვის საპატრიარქო
იერუსალიმის გორენის დედათა მონასტერში სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატით ტრადიციული ლიტანია ჩატარდა





2021 წლის 10 აგვისტოს, სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, იერუსალიმში რუსული მისიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ალექსანდრემ (ელისოვი) აინ-კერიმში, გორენის დედათა მონასტრის რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ ყოველთა წმიდათა სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა.
ეს დღე განსაკუთრებულია გორენის სავანისთვის: მრავალი წლის განმავლობაში მონასტერში არსებობს მთელი სავანის ლიტანიით შემოვლის ტრადიცია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატით. თუმცა არა მხოლოდ ამითაა ღირსშესანიშნავი დღევანდელი დღე: ზუსტად ერთი წლის წინ, 10 აგვისტოს, გორენის მონასტერში მისი ახალი წინამძღვარი მივიდა – იღუმენია ეკატერინე (ჩერნიშევა).
სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე არქიმანდრიტ ალექსანდრეს თანამსახურებდნენ გორენის სავანის კლირიკოსი მღვდელმონაზონი ინოკენტი (ბესპალოვი) და თათარისტანის მიტროპოლიის კლირიკოსი მღვდელმონაზონი პავლე (კუზნეცოვი).
საღვთო ლიტურგიის განტევების შემდეგ იღუმენია ეკატერინეს საპატივცემულოდ მრავალჟამიერი გაჟღერდა, რის შემდეგაც მისიის ხელმძღვანელმა მისალოცი სიტყვით მიმართა დედა მონაზონს, უსურვა მას ღვთის მოუკლებელი შეწევნა არც თუ მარტივი მორჩილების აღსრულებაში სამშობლოდან შორს, და ყვავილების თაიგული მიართვა.
შემდეგ სასულიერო პირებისა და გორენის მონასტრის დების პროცესია სავანის ყაზანის ტაძრისკენ გაემართა, სადაც მისიის ხელმძღვანელმა თაყვანი სცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის სასწაულთმოქმედ ხატს.
ამის შემდეგ ღვთისმსახურების ყველა მონაწილემ მონასტრის ტრაპეზი გაიზიარა.
რუსული სასულიერო მისიის პრესს-სამსახური/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025