მოსკოვის საპატრიარქო
კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი იტალიის ქალაქ ბარს ეწვია
2021 წლის 4-6 აგისტოს შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს ხელმძღვანელის, კორსუნისა [ხერსონის] და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოს ანტონის ვიზიტი ქალაქ ბარში (იტალია).
4 აგვისტოს საღამოს, მწყემსმთავარს აეროპორტში დახვედრა მოუწყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის საპატრიარქოს მეტოქის წინამძღვარმა დეკანოზმა ვიაჩესლავ ბაჩინმა. ქალაქში ჩასვლისას მიტროპოლიტი ანტონი ბაზილიკაში გაემართა, სადაც დასვენებულია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები. მეუფემ სიწმინდესთან ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც საპატრიარქოს მეტოქი მოინახულა.
5 აგვისტოს კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონიმ, დეკანოზ ვიაჩესლავ ბაჩინის თანამსახურებით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკაში საღვთო ლიტურგია აღავლინა.
იმავე დღეს მწყემსმთავარმა მეტოქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და შენობაში ნაკურთხი წყალი ასხურა, სადაც წინა დღეს სარესტავრაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები ჩატარდა.
მომდევნო დღეს მიტროპოლიტმა ანტონიმ, დეკანოზ ვიაჩესლავ ბაჩინის თანამსახურებით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ბარში საპატრიარქოს მეტოქის ისტორიული კომპლექსისათვის კეთილმშვენიერების შესანარჩუნებლად გაწეული შრომისათვის იერარქმა წინამძღვარს მადლობა გადაუხადა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024