
მოსკოვის საპატრიარქო
ზაპოროჟიეში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარ-სამლოცველოს დაწვას შეეცადნენ



2021 წლის 6 აგვისტოს ღამეს ზაპოროჟიეში გაურკვეველმა პირებმა მართალი პეტრე კალნიშევსკის სახელობის ტაძარ-სამლოცველოს ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც სამრევლოს წინამძღვარმა მღვდელმა იოანე იურცუნმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტს განუცხადა, ხანძარი დაახლოებით ღამის 3 საათზე გაჩნდა. ის, რომ საუბარია ცეცხლის განზრახ გაჩაღებაზე, მოწმობს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კონტეინერები აალებადი ნარევით, ნახშირი ასანთებად და სანთებელა. უცნობებმა სამლოცველოს კართან დააწყვეს შეშა, ჯოხები, დაასხეს აალებადი სითხე და ცეცხლი წაუკიდეს.
„ზუსტად ხუთი-ათი წუთის შემდეგ მახლობლად ვიღაც ყმაწვილმა გაიარა, შემთხვევითმა გამვლელმა. მან სამლოცველს კარს მოაშორა ეს აალებადი სითხით გაჟღენთილი შეშა, უკვე გაძლიერებულ ალს სასწრაფოდ ქვიშა დააყარა და სახანძროს გამოუძახა. ბრიგადა ძალიან მალე მოვიდა და ცეცხლის კერა ბოლომდე ჩააქრო“ , – აღნიშნა მამა იოანემ.
აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციაში განცხადება იქნა შეტანილი.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025