
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქის მილოცვა ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის სასაყდრო დღესასწაულთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ათონზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსული მონასტრის იღუმენს არქიმანდრიტ ევლოგი (ივანოვს) და სავანის წევრებს ტაძრის დღესასწაული მიულოცა.
მის მაღალღირსებას არქიმანდრიტ ევლოგის (ივანოვი), ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის იღუმენს
ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის წევრებს
თქვენო მაღალღირსებავ, ძვირფასო მამებო და ძმებო!
გულითადად მოგესალმებით ყველას და გილოცავთ სავანის სასაყდრო დღესასწაულს – წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეს.
უფლის სათნომყოფელი, მართალთა მცველი, სიმტკიცე და მკურნალი (წმინდანის კანონი), ათონის მთის რუსული მონასტრის ძმობისადმი განსაკუთრებულ მეოხებას ავლენს. განისვენებს რა თავისი პატიოსანი თავის ქალით საკათედრო ტაძრის საკურთხეველში, ღვაწლითშემოსილი და მკურნალი პანტელეიმონი (წმინდანის ტროპარი) უხვ შეწევნას ანიჭებს სავანის ბინადრებსაც და მრავალრიცხოვან მომლოცველებსაც, რომლებიც გულწრფელი ლოცვით მიისწრაფვიან მის წმინდა ნაწილებთან. წმინდა დიდმოწამის დაუძინებელი შუამდგომლობა ღვთის საყდრის წინაშე, თითოეულ თქვენგანს უხილავად ეხმარება სამონაზვნო ღვაწლსა და მოწყალების საქმეებში, რომლის ნიმუშსაც ის წარმოადგენდა თავისი მიწიერი ცხოვრების დღეებში.
წმინდა პანტელეიმონის მეოხებით სამყაროს შემოქმედმა და განმგებელმა, დაე დაიფაროს ყველა თქვენგანი კეთილ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობაში, გარდამოგივლინოთ ძალთა სისავსე და განგამტკიცოთ ცხონების გზაზე.
მოვიხმობ თქვენზე ქრისტეს კურთხევას.
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025