
მოსკოვის საპატრიარქო
ღირსი გერმანე ალიასკელის ხსენების დღე ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის მეტოქიონში ლოცვით აღნიშნეს





2021 წლის 9 აგვისტოს, ღირსი გერმანე ალიასკელის ხსენების დღეს, ვსპოლიეში, სადაც განთავსებულია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა მოსკოვში, საღვთო ლიტურგია აღავლინა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარში მოსკოვის საპატრიარქოს საქმეების მმართველმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა ქ. მოსკოვში, მოსკოვის საქალაქო ეპარქიის ცენტრალური სავიკარიუსოს მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებდნენ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო საყდრთან, დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დანიელ ანდრეიუკი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვის საპატრიარქო საყდართან არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, ვალაამის მონასტრის სანკტ-პეტერბურგის მეტოქიონის ხელმძღვანელი იღუმენი იოსები (კრიუკოვი), ნოვოსპასკის სტავროპიგიალური მონასტრის კლირიკოსი მღვდელი იოანე იგნატოვი, დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის კლირიკოსი მღვდელი პავლე ზუევი, პროტოდიაკონი ვალერი შჩეგლოვი, დიაკონი ათანასე ოგერუკი.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ ღირს გერმანესადმი სადიდებელი იქნა შესრულებული, შემდეგ მიტროპოლიტმა დიონისემ წმინდანის მიმართ ლოცვა წაიკითხა.
წარმოითქვა მრავალჟამიერი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესთვის, კანადის და სრულიად ამერიკის უნეტარესი მიტროპოლიტის ტიხონისთვის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიონისესთვის, მეტოქიონის წინამძღვრის დეკანოზ დანიელისთვის, ძმებისთვის, მრევლისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონის სახელით დეკანოზმა დანიელ ანდრეიუკმა მეუფე დიონისეს სახით მადლობა გადაუხადა უწმინდესს პატრიარქ კირილეს მეტოქიონისადმი განსაკუთრებული ყურადღებისათვის. ლოცვაში სამახსოვროდ წინამძღვარმა პირველ ვიკარიუსს პანაღია გადასცა.
მოსკოვის საქალაქო ეპარქია/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025