
მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებმა მონაწილეობა მიიღეს წმინდა მართალი მხედრის თეოდორე უშაკოვის წმინდანად შერაცხვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში












2021 წლის 8 აგვისტოს რიბინსკის რაიონის სოფელ ხოპილევოში კუნძულზე მდებარე ღვთის განცხადების სახელობის ტაძარში წმინდა მართალი მხედრის, თეოდორე უშაკოვის კანონიზაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა.
საღვთო ლიტურგია იაროსლავისა და როსტოვის მიტროპოლიტ ვადიმთან ერთად აღასრულეს: სერბეთის საპატრიარქოს იერარქებმა – სლავონია-პაკრაცკის ეპისკოპოსმა იოანემ და ბუდიმლიან-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა მეთოდემ, რიბინსკისა და რომანოვო-ბორისოგლების ეპისკოპოსმა ბენიამინმა, რიბინსკის ეპარქიის კლირიკოსებმა.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ იაროსლავის ოლქის მთავრობის თავმჯდომარე დ. ა. სტეფანენკო, იაროსლავის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები მ. ა. ავდეევი და ვ. ვ. ხოლოდოვი.
სოფელ ხოპილევოს კუნძულზე მდებარე ღვთის განცხადების სახელობის ტაძარში 1745 წლის ზამთარში მოინათლა მომავალი ადმირალი თეოდორე უშაკოვი. აქ ყოველწლიურად ტარდება წმინდა მართალი მხედრის თეოდორეს ხსენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რიბინსკის საქალაქო რაიონის კეთილმოწესემ დეკანოზმა დიონისე რასტოპჩინმა.
სლავონია-პაკრაცკის ეპისკოპოსმა იოანემ და ბუდიმლიან-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა მეთოდემ, რიბინსკისა და რომანოვო-ბორისოგლების ეპისკოპოს ბენიამინს საჩუქრად წმინდა მოწამე სერბი მთავრის, იოანე-ვლადიმერის ხატი გადასცეს.
წინა დღეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა ეპისკოპოს ბენიამინთან ერთად ქ. რიბინსკის 950 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
მწყემსმთავრები მუნიციპალიტეტის ჯილდოების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ, რომელიც სპორტის სასახლის – „პოლიოტის“-ის წინ მოწყობილ სცენაზე გაიმართა, ასევე – წითელ მოედანსა და რიბინსკის ისტორიულ-არქიტექტურულ და სამხატვრო მუზეუმ-ნაკრძალში ორგანიზებულ სადღესასწაულო ღონისძიებებს.
უფრო ადრე, 2 აგვისტოს, სლავონია-პაკრაცკის ეპისკოპოსმა იოანემ მონაწილეობა მიიღო დღესასწაულში, რომელიც მოსკოვში წმინდა ილია წინასწარმატყველის ხსენების დღეს მიეძღვნა.
რიბინსკის ეპარქიის საინფორმაციო განყოფილების მასალებზე დაყრდნობით/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025