
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოხატა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირებისა და ეკლესიათაშორისი ურთიერთობების დირექტორის პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მის უნეტარესობას, უნეტარესს ტიხონს, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსს, კანადისა და სრულიად ამერიკის მიტროპოლიტს
თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო თანამოძმევ და ღვთის საყდართან თანამსახურო!
მწუხარებით მივიღე უწყება პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი და რომელთანაც ვურთიერთობდი სხვადასხვა ეკლესიათაშორის ფორუმებზე ორმოცდაათი წლის განმავლობაში. გულწრფელად ვუთანაგრძნობ განსვენებულის ქვრივს – დედა ალექსანდრას, მის შვილებსა და შვილიშვილებს.
ლოცვებს აღვავლენ ყოვლადმოწყალე უფალთან, რათა მან დააწესოს ეკლესიის სამკალის ახლადშესვენებული მუშაკი მარადიულ სამყოფელში, ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსვენებისასა და ყველას სულიერი ძალა განუმტკიცოს, ვინც ახლა ამ დანაკარგს განიცდის.
უფლისმიერი ძმური სიყვარულით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025