მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა რუსეთში სერბეთის ელჩის მ. ლაზანსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლ სელაკოვიჩს სამძიმარი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციაში სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ. ლაზანსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლიდან თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა მოსკოვში. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მ. ლაზანსკი გულის შეტევით ბელგრადში მოულოდნელად გარდაიცვალა.
წერილში ნათქვამია:
თქვენო აღმატებულებავ,
პატივცემულო ბატონო მინისტრო!
ღრმად ვარ დამწუხრებული რუსეთში სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ. ლაზანსკის გარდაცვალების ცნობით. მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი.
აწ განსვენებული ბევრ ქვეყანაში იყო ცნობილი, როგორც პროფესიონალი სამხედრო ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, არაერთხელ ნამყოფი სამხედრო კონფლიქტების ადგილებზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.
2019 წლიდან ის სერბეთის საელჩოს მეთაურობდა მოსკოვში. ბატონმა ლაზანსკიმ მოასწრო, ეშრომა, სერბი და რუსი ხალხის ძმური კავშირების განმტკიცებისთვის. მქონდა შესაძლებლობა მას პირადად გავცნობოდი. მინდა აღვნიშნო მისი ინტერესი და ყურადღება რუსული მართლამადიდებელი ეკლესიის ცხოვრებისა და მსახურებისადმი.
ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, გადასცეთ გულწრფელი თანაგრძნობის სიტყვები განსვენებულის ნათესავებსა და ახლობლებს, ვუსურვებ მათ სულიერ ძალებსა და სიმტკიცეს დანაკლისის სიმწარის გადასატანად.
თანაგრძნობით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024