
მოსკოვის საპატრიარქო
მომლოცველთა ჯგუფმა საქართველოდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები და მონასტრები მოილოცა




სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია ІІ-ის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავის საზეიმო დღეებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინას მომლოცველთა ჯგუფი ეწვია.
27 და 28 ივლისს სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჯვრით მსვლელობაში და კიევ-პეჩერის ლავრაში აღსრულებულ სადღესასწაულო ლიტურგიაში, რომლის დროსაც მათ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მისალმება გადასცა საქართველოს ეკლესიის მეთაურთან.
მომლოცველებმა, რომლებსაც თანხლებას უწევდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველთა ცენტრის წარმომადგენლები, თაყვანი სცეს ღვთის სათნომყოფელთა .პატიოსან ნაწილებს კიევ-პეჩერის მიძინების ლავრაში და მოილოცეს კიევის რიგი ტაძრები და მონასტრები, მათ შორის, იონას და ვედენის მონასტრები, აგრეთვე, მონაზონთა სავანეები კიტაევოში, გოლოსეევოში და თეოფანიაში. .
შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი პოჩაევოს მიძინების ლავრაში გაემგზავრა, სადაც სამი დღე დაჰყო და მონაწილეობა მიიღო ღვთისმსახურებებში.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების ცნობით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025