
მოსკოვის საპატრიარქო
ანტიოქიის საპატრიარქოს სასულიერო პირები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვნოს ეპარქიას ეწვივნენ




ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლის დღესასწაულთან დაკავშირებით კიევში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ეწვია, ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგ ეპარქიებს.
მოლოცვის ფარგლებში 2021 წლის 1 აგვისტოს დელეგაცია, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მდივნის, სელევკიის ეპისკოპოს ეფრემის მეთაურობით, წმინდა გიორგის მეტოქიონის გოროდოკსკის წმინდა ნიკოლოზის სახ. დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
სტუმრები შეხვდნენ როვნოს ეპარქიის ვიკარიუსს დუბენის ეპისკოპოსს პიმენს და მონასტრის ბინადრებს, თაყვანი სცეს წმინდა გიორგის მეტოქიონის სიწმინდეებს. საუბრის მიმდინარეობისას ლაპარაკი, კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემას შეეხო.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025